დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სვანეთში საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
ავტორი:
2018/ივლისი/08 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/parlamenti-axaliii-1_0180d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/502398-svanethshi-saqarthvelos-samkhedro-dzalebis-gamoyenebas-parlamentma-mkhari-dautcira.html", "headline": " სვანეთში საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა", "datePublished": "2018-07-08 14:25:10", "dateModified": "2018-07-08 14:25:10", "description": "სვანეთში, სტიქიით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/parlamenti-axaliii-1_0180d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სვანეთში, სტიქიით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ“ უმაღლესი მთავარსარდლის 2018 წლის ბრძანების დამტკიცების თაობაზე დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს. საკითხზე მომხსენებელი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ზურაბ მაჭარაძე იყო. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით სამხედრო ძალების გამოყენების თაობაზე პრეზიდენტის წარდგინებას 91-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი არც ერთი წასულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გუშინ გამოსცა. ბრძანების თანახმად, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ჩაერთვება.

თემა: სტიქია ჭუბერში ჭუბერის ხეობაში შესასვლელ ხიდზე დიდი სატვირთო ავტომობილი გაიჭედა, რომელსაც რკინის კონსტრუქციები გადააქვს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია