დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბექა ნაცვლიშვილი კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
ავტორი:
2014/მაისი/16 16:00:03
კოალიცია - "ქართული ოცნების" კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი", "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" გენერალური მდივანი ბექა ნაცვლიშვილი კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მაჟორიტარი კანდიდატის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბექა ნაცვლიშვილი კრწანისში დასახლებულ დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებზე ესაუბრა.
მათივე ინფორმაციით, კრწანისის რაიონში მცხოვრები დევნილების ძირითადი პრობლემა მოუწესრიგებელი საცხოვრებელი პირობები და დაუკანონებელი ფართებია.
"სასტუმრო "კავკასიაში" მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს თითქმის 10 წელია დენი არ მიეწოდება და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. არ არის შეყვანილი გაზი. მათი ამ პრობლემით კი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა არასდროს დაინტერესებულა. ჟანი კალანდაძის ქუჩაზე, ყოფილ გაზის სამმართველოს შენობაში მცხოვრები დევნილების პრობლემა კი ავარიული საკანალიზაციო სისტემა და დაუკანონებელ ფართებია. ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივით, არსებულ მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელიც სამართლებრივი გზით პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება", - აცხადებენ კანდიდატის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად შეხვედრებს დავით ნარმანიას საარჩევნო შტაბთან არსებული, დევნილთა მიმართულების საარჩევნო ჯგუფის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოში კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კოალიცია - "ქართული ოცნებიდან", "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" გენერალური მდივანი ბექა ნაცვლიშვილი დღეს 15.00-დან 17.00-მდე ათონელის ქუჩის, დიუმას ქუჩის, აბესაძის ჩიხისა და ასათიანის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1124
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია