დაისვენე კურორტ ახალდაბაში
აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ავტორი:
2018/ივლისი/07 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/amerikiselchtan.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/502334-ashsh-s-saelchoshi-damoukideblobis-dghisadmi-midzghvnili-ghonisdzieba-gaimartha.html", "headline": "აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ", "datePublished": "2018-07-07 16:12:53", "dateModified": "2018-07-07 16:12:53", "description": "ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერიდან 242 წლის იუბილის აღსანიშნავად, საქართველოში აშშ-ს ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/amerikiselchtan.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერიდან 242 წლის იუბილის აღსანიშნავად, საქართველოში აშშ-ს საელჩოში პიკნიკი მოეწყო. ღონისძიებას ამერიკის სავაჭრო პალატამ ამერიკის საელჩოსთან ერთად უმასპინძლა.

ამერიკის საელჩოს ეზოში ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის სათამაშო მოედნები იყო მოწყობილი. ამერიკელმა და ქართველმა ოჯახებმა კი ამერიკული სტილის "ბარბექიუთი" ერთად ისიამოვნეს.

ღონისძიებას აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი ესწრებოდნენ. მათ 1500-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლეს.

"ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში წარმოადგენს აქ მომუშავე ამერიკულ ბიზნესკომპანიებს. ისინი ამერიკის საელჩოს და საქართველოს მთავრობის ძლიერი პარტნიორები არიან, ხელს უწყობენ საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას და ქართული ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ მოხარულები და ამაყი ვართ, რომ ამ დღესასწაულს ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად აღვნიშნავთ, ვზეიმობთ ამერიკის დამოუკიდებლობას ამერიკულ კომპანიებთან და მეგობრებთან ერთად", - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

მაიკლ ქაუგილის თქმით, ყოველთვის დიდი სიამოვნებაა საელჩოში ყოფნა და არაჩვეულებრივ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.
„მიმოიხედეთ და დაინახავთ, რომ ჩვენ მხოლოდ ამერიკის დამოუკიდებლობის 242-ე წელს კი არ აღვნიშნავთ, არამედ ვზეიმობთ იმ ღირებულებებს, რაც ამერიკას მიაქვს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. შეხედეთ საქართველოს, რა გზა გაიარა და როგორი პროგრესი აქვს დემოკრატიის განვითარებისა და დამოუკიდებლობის კუთხით. ამერიკის სავაჭრო პალატისა და აშშ-ის საელჩოს სახელით გეტყვით, რომ მოხარულები ვართ, რომ აქ ვართ არაჩვეულებრივ პარტნიორებთან ერთად. ამ ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილია ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ყოფნა, აქ არიან ჩვენი ამერიკელი და ქართველი მეგობრები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ დღეს არა მხოლოდ ამერიკის დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, არამედ თავისუფლებას მსოფლიოს გარშემო", - განაცხადა ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა საქართველოში მაიკლ ქაუგილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 454
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია