დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი - რაც დიცსა და დვანში ხდება, ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მემკვიდრეობით ერგო
ავტორი:
2013/სექტემბერი/25 19:30:03
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ რაც დიცსა და დვანში ხდება, ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მემკვიდრეობით ერგო.
როგორც პრემიერმა დღეს ექსპერტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, "ნაციონლაურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ რუსეთთან რიტორიკა შეარბილა, რაც არასწორია.
"კარგი იქნებოდა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ქალბატონი ელენე ხოშტარია მოსულიყო. მან თქვა, რომ არ იცის ამ კაცმა რუსეთს როგორ ელაპარაკოსო. ის ხალხი რომ ამას მეუბნება, ვინც პირწმინდად გააფუჭა ყველაფერი, მიუღებელია. ის, რაც მოხდა და რა მდგომარეობაშიც ვართ, ამას ჩვენს რიტორიკას მიაწერენ. ამას რომ ამბობენ, საზოგადოება ასეთი დებილი ხომ არ არის?! "ნაციონალებმა" დაამტვრიეს, დაანგრიეს ყველაფერი, მათ გასცეს ტერიტორიები, ეს მივიღეთ მათგან, რაც ხდება ამ სოფლებში და მე მასწავლიან, როგორი რიტორიკა უნდა მქონდეს?! აბსოლუტური ფიასკო მივიღეთ, მათ გარეშე ეს ვერ მოხდებოდა", – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას განცხადება, რომ პრემიერს ოპონენტების ეშინია. "ღმერთმა დამიფაროს ჩემ შვილებს იმას ვასწავლი, რომ შვილო, ოპონენტი გიყვარდეს უფრო, რომელიც გაკრიტიკებს და სწორ გზას გაჩვენებს, სადღეგრძელოს მთქმელი ყველგან გამოჩნდება მეთქი და თუ ცუდად ხარ, შეიძლება დასაფლავებაზე არ მოვიდნენ," – აღნიშნა პრემიერმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1190
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია