დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ელენე ხოშტარია - როდესაც შსს-ს წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხები არ აქვთ, „ქართული ოცნების“ ზოგი წევრი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ჩაშლას იწყებს
ავტორი:
2018/ივლისი/07 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/xoshtaria.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/502291-elene-khoshtaria-rodesac-shss-s-tsarmomadgenlebs-kithkhvebze-pasukhebi-ar-aqvth-qarthuli-ocnebis-zogi-tsevri-sagamodziebo-komisiis-mushaobis-chashlas-itsyebs.html", "headline": "ელენე ხოშტარია - როდესაც შსს-ს წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხები არ აქვთ, „ქართული ოცნების“ ზოგი წე...", "datePublished": "2018-07-07 08:59:36", "dateModified": "2018-07-07 08:59:36", "description": "„ქართული ოცნების“ ზოგიერთ წარმომადგენელს არ მიეცემა პროცესის ჩაშლის და დისკრედიტაციის შესაძლებლობა, ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/xoshtaria.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ქართული ოცნების“ ზოგიერთ წარმომადგენელს არ მიეცემა პროცესის ჩაშლის და დისკრედიტაციის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ელენე ხოშტარიამ, კომისიის სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ხოშტარია ამბობს, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი დეპუტატი, მაშინ როდესაც შსს-ს წარმომადგენლები იჭედებიან პასუხებში, ცდილობენ კომისიის მუშაობის ჩაშლას, რათა ხელი დააფარონ შსს-ს წარმომადგენლებს.

„სამწუხაროდ, იმ მომენტში, როდესაც მთელი საზოგადოებისთვის ძალიან ნათლად ჩნდება რომ შსს-ს წარმომადგენლებს არ აქვთ პასუხები კითხვებზე ან პირდაპირ საუბრობენ კანონდარღვევებზე, მაგალითად, დღეს როგორც გამოჩნდა - არასრულწლოვნების მთელი ღამე პოლიციის განყოფილებაში გამომწყვდევა, ასეთ მომენტებში ქალბატონი ეკა ბესელია და „ქართული ოცნების“ ზოგი წარმომადგენელი, პირდაპირ იწყებს კომისიის მუშაობის ჩაშლას. ისინი ერევიან საუბარში, ცდილობენ რაღაც არარსებული პროცედურული საკითხების დაყენებას ორი მიზნით: პირველი ხელი დააფარონ შსს-ს წარმომადგენლებს, რომლებიც იჭედებიან პასუხის გაცემაში და მეორე - ზოგადად კომისია აქციონ პოლიტიკური კინკლაობის, თავდასხმების და პოლიტიკური პროცესის ნაწილად და არა სიმართლის დადგენის პროცესად. ეს ერთი მხრივ, ლოგიკურია, რადგან ცხადია, ეს ავლენს „ქართული ოცნების“ მოტივაციას, რომ მათ რეალურად არ უნდათ სიმართლის დადგენა. თუმცა პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ მათ არ მიეცემათ პროცესის ჩაშლის და დისკრედიტაციის საშუალება. ჩვენ ძალიან მშვიდად, ფაქტებზე დაფუძნებით, როგორც აქამდე, გავაგრძელებთ დაკითხვებს და აუცილებლად დავადგენთ სიმართლეს ყველა იმ ეპიზოდში, რომელიც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ხოშტარიამ. რაც შეეხება დაპირისპირების თაობაზე უმრავლესობის დეპუტატების შეფასებებს, როგორც ელენე ხოშტარია აღნიშნავს, კომისიის გარეთ მათ ნებისმიერი შეფასების გაკეთება შეუძლიათ და ეს „მათი საქმე არ არის“.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომა კამათით მიმდინარეობს.
სხდომაზე დღეს კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს კითხავენ.

თემა: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობა სოფო კილაძე - ნაცვლად იმისა, რომ საგამოძიებო კომისია წავიდეს ჭეშმარიტების გზით, “ევროპული საქართველოს“ მხრიდან მცდელობაა, რომ პროცესი არასწორი გზით წავიდეს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 500
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია