დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან არველაძე - თბილისს დახვეწილი და რეალურად განხორციელებადი გენგეგმა ექნება
ავტორი:
2018/ივლისი/04 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/arveladze_b5212.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/501791-levan-arveladze-thbiliss-dakhvetsili-da-realurad-gankhorcielebadi-gengegma-eqneba.html", "headline": "ლევან არველაძე - თბილისს დახვეწილი და რეალურად განხორციელებადი გენგეგმა ექნება", "datePublished": "2018-07-04 13:11:29", "dateModified": "2018-07-04 13:11:29", "description": "თბილისის საკრებულოს წევრი ლევან არველაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დედაქალაქის მთავრობის მიერ თბილ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/arveladze_b5212.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის საკრებულოს წევრი ლევან არველაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დედაქალაქის მთავრობის მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებას ეხმაურება. როგორც დეპუტატი წერს, მერიას ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით „სითი ინსტიტუტთან“ გარკვეული შენიშვნები ჰქონდა, თუმცა ერთობლივი მუშაობის შედეგად ეს ხარვეზები მაქსიმალურად აღმოფხვრილია.

„დედაქალაქის მერიამ და პროფესიული წრეების წარმომადგენელთა დიდმა ნაწილმა თავიდანვე პოზიტიურად შეაფასა „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი გენერალური გეგმის ძირითადი კონცეფცია - მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქის შესახებ.

მუნიციპალიტეტს ჰქონდა გარკვეული შენიშვნები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: თემატური რუკების დახვეწა, ზონირების საკითხის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, მიწის მესაკუთრეებთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაწერა და ა.შ. თუმცა, მუნიციპალიტეტისა და სითი ინსტიტუტის ერთობლივი და ინტენსიური მუშაობის შედეგად, ეს ხარვეზები მაქსიმალურად გათვალისწინებული და აღმოფხვრილია.

ასე რომ, მალე გვექნება დახვეწილი და რეალურად განხორციელებადი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც თბილისს დამსახურებულ ადგილს დაუმკვიდრებს ევროპულ ქალაქებს შორის,“- წერს ლევან არველაძე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია