დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფიო კილაძე ზურაბ ჭიაბერაშვილს - სირცხვილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი წარმომადგენლები სიღარიბეზე ლაპარაკობდნენ
ავტორი:
2018/ივლისი/03 12:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/kiladzezoidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/501551-sofio-kiladze-zurab-tciaberashvils-sirckhvilia-rom-nacionaluri-modzraobis-dzveli-thu-akhali-tsarmomadgenlebi-sigharibeze-laparakobdnen.html", "headline": "სოფიო კილაძე ზურაბ ჭიაბერაშვილს - სირცხვილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი წარმომადგენ...", "datePublished": "2018-07-03 08:17:29", "dateModified": "2018-07-03 08:17:29", "description": "სირცხვილია „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი წარმომადგენლები სიღარიბეზე ლაპარაკობდნენ, - ასე მი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/kiladzezoidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სირცხვილია „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი წარმომადგენლები სიღარიბეზე ლაპარაკობდნენ, - ასე მიმართა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავდნენ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ ზურაბ ჭიაბერაშვილს. მისი თქმით, ჭიაბერაშვილის მხრიდან სიღარიბეზე საუბარი უდიდესი სირცხვილია.

„ბატონო ზურა, ჩვენ პირველები ვართ ვინც ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში არის სიღარიბე, მათ შორის ბავშვთა სიღარიბე, თუმცა სირცხვილია, თქვენ რომ საუბრობთ სიღარებეზე, როდესაც თქვენი ხელისუფლების პირობებში ხმა არ ამოგიღიათ არც ერთ წარმომადგენელს. უდიდესი სირცხვილია თქვენგან ამის გაკეთება. სირცხვილია „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი წარმომადგენლები სიღარიბეზე ლაპარაკობდნენ“, - განაცხადა კილაძემ.

პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავდნენ, კამათის ფონზე წარიმართა. საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კამათი „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ რეალურად არაფერი იცვლება და წარმოდგენილი ცვლილებები არის მხოლოდ კოსმეტიკური. კამათის ერთ-ერთი საგანი იყო ჭიაბერაშვილის მიერ სიღარებასთან დაკავშირებული განცხადებაც.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია