დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა
ავტორი:
2017/სექტემბერი/11 20:30:01
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-11 16:34:02", "headline" : "საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/b5d3352b5131ae286cd910396ceea89f.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/451658-saqarthvelos-prezidenti-saerthashoriso-savaluto-fondis-akhlo-aghmosavlethisa-da-centraluri-aziis-departamentis-direqtors-shekhvda.html", "headline": "საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა", "datePublished": "2017-09-11 16:34:02", "dateModified": "2017-09-11 16:34:02", "description": "საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/b5d3352b5131ae286cd910396ceea89f.jpg", "height": 470, "width": 246 } } საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის, სავალუტო ფონდის პროგრამის, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყანაში ეროვნული ბანკის საქმიანობის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სავალუტო ფონდთან წარმატებული თანამშრომლობა, რადგან მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდბული სახელმწიფოს თანამშრომლობა სხვა დონორებთან.

„შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობაზე. ამავდროულად, ხაზი გაესვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას; აღინიშნა, რომ აღარ უნდა განმეორედს ისეთი ტიპის შეცდომები, როდესაც ეროვნული ბანკის ორ ნაწილად ხელოვნურად გაყოფა ხდებოდა. საბედნიეროდ, მსგავსი ტიპის მოვლენები შეჩერებულია, ვინაიდან ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის გზაზე“, - განაცხადა შხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

შეხვედრას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო ესწრებოდნენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 750
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია