დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზანდუკელის ქუჩაზე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული რამდენიმე პირი გამოჩნდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/27 16:30:02
თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე N19-ე საარჩევნო უბანზე, სადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხმა უნდა მისცეს, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული რამდენიმე პირი გამოჩნდა.
რას უკავშირდება მათი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა, ამაზე აღნიშნული პირები არ საუბრობენ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე კი, ხომ არ უკავშირდება მათი ზანდუკელის ქუჩაზე გამოჩენა მიხეილ სააკაშვილის იქ მისვლას, ისინი უარყოფით პასუხს სცემენ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე პირი, რომელთა შორის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლები ახალგაზრდებიც არიან, ზანდუკელის ქუჩაზე უკვე რამდენიმე საათია, მოძრაობენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1210
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია