დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ტყემალაძე ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2018/ივნისი/28 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/tyemaladze_67d98.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500912-giorgi-tyemaladze-erovnuli-umciresobebis-sakoordinacio-sabtcos-tsarmomadgenlebs-shekhvda.html", "headline": " გიორგი ტყემალაძე ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა", "datePublished": "2018-06-28 15:59:53", "dateModified": "2018-06-28 15:59:53", "description": "თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, წარმომადგენლობითი ორგანოს სარევიზიო კომისიის თავმ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/tyemaladze_67d98.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, წარმომადგენლობითი ორგანოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარესთან რიმა ბერაძესთან ერთად, საკრებულოში არსებული საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებსა და სათვისტომოების ხელმძღვანელებს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს .
შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ. „აღნიშნული საბჭოს მიზანი, დიასპორებსა და სათვისტომოებთან მჭიდრო და აქტიური კომუნიკაციაა. ამიტომ ჩვენ ხშირად ვიკრიბებით და კონკრეტული მიმართულებებისთვის აქტუალურ საკითხებს განვიხილავთ. ასევე ერთობლივად ვგეგმავთ მომავალ საქმიანობას და იმ საკითხების გადაწყვეტას რომლებიც ამა თუ იმ მომენტისთვის ჩვენს წინაშე დგას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შეხვედრაზე საბჭოს დაარსებიდან განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც ეროვნული უმცირესობების დედაქალაქის მმართველობაში ჩართულობისა და ინტეგრაციისაკენ იყო მიმართული. მონაწილეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სამომავლო გეგმებზე და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრების გარდა, საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი, სახალხო დამცველთან არსებული უმცირესობების საბჭოს წევრები და „მეგობრობის სახლის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 472
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია