დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი უგულავა მერობის კანდიდატურაზე პრემიერის განცხადებას ეხმაურება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/22 13:00:03
დედაქალაქის მერი, გიგი უგულავა თბილისის მერობის სასურველ კანდიდატურასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.
"არადა მივდივარო და თქვენ, ხალხმა, გადაწყვიტეთ აწი, ვის სად აირჩევთო. ბატონ პრემიერს უყვარს გამოთქმა "წინა ხელისუფლება სიცრუეში გაცხოვრებდათო". საერთოდ არ მანაღვლებს ვინ "უზის თავში" ბატონ ბიძინას. ფაქტია, რომ დადასტურდა, ის პასუხისმგებლობას გაურბის და ეტრფის ძალაუფლებას. თქვენზე არ ვღელავ, მაგრამ ქვეყნისთვის ეს ძალიან ცუდია", - წერს უგულავა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე.
პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებამდე ბიძინა ივანიშვილი თბილისის მერობის სასურველი კანდიდატურის დასახელებას აპირებს, - ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" საუბრისას განაცხადა.
"წასვლამდე შემიძლია დავასახელო ქალაქის მერობის კანდიდატურაც, ჩემი არჩევანი და შეიძლება მანამდე საბჭოზეც მოვახერხო შეთანხმება. მე მაქვს ჩემი წარმოდგენა და აქაც ძალიან ღირსეული კანდიდატი მყავს შერჩეული. ამაზე თავში წარმოდგენა უკვე მაქვს, თუმცა არც იმ კანდიდატმა და არც გუნდმა ეს არ იცის", - აღნიშნა პრემიერმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1196
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია