დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლაფანყურის კომისიის მუშაობაში ჩართვაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა" უარს ამბობს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/22 11:30:03
ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელი საზოგადოებრივ-საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც" უარს ამბობს. "ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობდეს და დადგინდეს სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ მეორე მხრივ, საკითხი დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოებასთან, გამოძიების შედეგად კი შეიძლება შეგროვდეს ისეთი ინფორმაცია, რომლის საჯაროდ გამოქვეყნებაც არ იყოს მიზანშეწონილი - როცა ასეთ სენსიტიურ თემასთან გვაქვს საქმე და ის ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება, ვფიქრობ, მას სათუთად უნდა მოვექცეთ. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა აწარმოოს სამართალდამცავმა ორგანოებმა, კომისიამ კი მას შეიძლება დამატებითი ინფორმაციები მიაწოდოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
მისივე შეფასებით, საზოგადოებრივი კომისიის მიერ დადებულ ანგარიშის მიმართ შესაძლოა გარკვეული უნდობლობა არსებობდეს, ვინაიდან მას არ აქვს გამოძიების წარმოების ის საშუალებები, რაც სამართალდამცავ ორგანოებს.
"ვფიქრობ, საზოგადოებრივმა კომისიამ ანგარიშის დადებისგან და საბოლოო შეფასებისგან თავი უნდა შეიკავოს, რადგან კომისიას არ აქვს გამოძიების ჩატარების ის საშუალებები, რაც სამართალდამცავ ორგანოებს და შეიძლება იყოს შიში, რომ ანგარიშში შესული ინფორმაცია არ არის გადამოწმებული", - აღნიშნა გიგაურმა.
საზოგადოებრივ-საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა, რომელმაც ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე ალტერნატიული გამოძიება უნდა ჩაატაროს, დღეს გახდება ცნობილი. კომისიის შემადგენლობას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დაასახელებს.
აღნიშნულის მიუხედავად, უკვე ცნობილია, რომ კომისიის წევრთა შორის იქნებიან ექსპერტები - ვახტანგ მაისაია, სოსო ცისკარიშვილი და მამუკა არეშიძე.
კომისია პირველ სხდომას ხვალ, 23 ოქტომბერს გამართავს.
აღსანიშნავია, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" განაცხადა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1177
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია