დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის შემოწირულობას ითხოვს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/21 18:30:03
მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობის დროულად დასრულებისთვის ორგანიზაციებსა და პარტნიორებს ფინანსური შემოწირულობით დახმარების თხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
აქართველოს პრეზიდენტი კომპანიებს, უნივერსიტეტებსა და მოქალაქეებს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემის თხოვნითაც მიმართავს.
"ძვირფასო მეგობრებო! თქვენთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ საფუძველი ჩავუყარეთ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობას და მისი დროულად დასრულება ძალზე მნიშვნელოვანია. ეს არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდა თაობას საშუალებას მისცემს, შეიძინოს ცოდნა და მიიღოს უახლესი ინფორმაცია პოლიტიკური მეცნიერების, საჯარო მმართველობის, ისტორიის, სამართლის, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მსურველებს ამ ბიბლიოთეკით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დროულად მოვიპოვოთ დაფინანსება და ხორცი შევასხათ ჩვენს წამოწყებას.
ალბათ იცით, რომ ბიბლიოთეკას უკვე აქვს რამდენიმე ათასი წიგნი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამიტომ, ჩვენს თანამოქალაქეებს, უნივერსიტეტებს, ფონდებს, ბიზნესკომპანიებს მოვუწოდებ, შემოწირონ ბიბლიოთეკას წიგნები პოლიტიკური მეცნიერების, საჯარო მმართველობის, ისტორიის, სამართლის, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით. ასევე, მინდა ვთხოვო ყველას, ორგანიზაციებსა თუ სხვა პარტნიორებს, ფინანსური შემოწირულობითაც დაგვეხმარონ ბიბლიოთეკის მშენებლობის დროულად დასრულებაში, რა თქმა უნდა, შეძლებისა და სურვილის შესაბამისად, მით უმეტეს, რომ ამ პროექტისადმი ინტერესი საზოგადოებამ უკვე გამოხატა", - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, წიგნების მიწოდება შესაძლებელია საქართველოს უნივერსიტეტში, მისამართზე - საქართველო, თბილისი, 0171; მ. კოსტავას ქ. # 77ª; ტელ: +995 32 255 22 22.
ფულადი შემოწირულობისთვის კი მოქალაქეებს შეუძლიათ, გამოიყენონ საბანკო ანგარიში - მიმღები ბანკი: ს.ს. "საქართველოს ბანკი"; ბანკის კოდი: BAGAGE22; მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ფონდი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა მიმღების ანგარიშის ნომერი: GE37BG0000000359612900
პრეზიდენტი მადლობას უხდის ყველას, ვინც დახმარების სურვილი უკვე გამოთქვა.
"ჩვენ ერთად გავაკეთებთ ჩვენი მომავლის პროექტს!", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1126
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია