დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„გირჩის“ ყრილობა მწვადის შეწვის და მუსიკის ფონზე მიმდინარეობს
ავტორი:
2018/ივნისი/23 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/jafaridzegirchimcvadi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500008-girchis-yriloba-mtsvadis-shetsvis-da-musikis-fonze-mimdinareobs.html", "headline": "„გირჩის“ ყრილობა მწვადის შეწვის და მუსიკის ფონზე მიმდინარეობს", "datePublished": "2018-06-23 12:29:17", "dateModified": "2018-06-23 12:29:17", "description": "თან მწვადს ვწვავთ, თან ყრილობა გვაქვს, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. ამ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/jafaridzegirchimcvadi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თან მწვადს ვწვავთ, თან ყრილობა გვაქვს, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. ამ წუთებში "გირჩის" ოფისში ყრილობა არაფორმალურ გარემოში იმართება.

ოფისის ეზოში "გირჩის" მხარდამჭერები მუსიკის ფონზე მწვადებს წვავენ. "დღეს გვაქვს "გირჩის" ყრილობა, რომ მოვაგვაროთ რაღაც ფორმალური საკითხები. სახელმწიფოსთან გვაქვს რაღაც ვალდებულებები, მათ შორის დაკომპლექტებული უნდა გვყავდეს პარტიის მმართველი ორგანოები, რომელსაც ვადა გაუვიდა დაახლოებით ორი თვის წინ. დღეს მოხდება პოლიტსაბჭოს წევრების დამტკიცება, თავმჯდომარის არჩევა, სარევიზიო კომისიის დამტკიცება. ესაა მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობები. "გირჩის" შემთხვევაში ამას განსაკუთრებული შინაარსი ნამდვილად არ აქვს. გარდა ამისა, "გირჩის" წევრების სურვილი იყო, ერთად მწვადები შეგვეწვა, შესაბამისად, დავამთხვიეთ მწვადების შეწვა. ამიტომ გვაქვს ასეთი გარემო, თან მწვადს ვწვავთ, თან ყრილობა გვაქვს", - განაცხადა ჯაფარიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია