დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფო კილაძე - ყველა ზომა უნდა გამოვიყენოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე სიმართლე დადგინდეს
ავტორი:
2018/ივნისი/21 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kiladze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499638-sofo-kiladze-yvela-zoma-unda-gamoviyenoth-rac-chvens-dzalebshia-rom-afgan-mukhtharlis-saqmeze-simarthle-dadgindes.html", "headline": "სოფო კილაძე - ყველა ზომა უნდა გამოვიყენოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე სიმართლე ...", "datePublished": "2018-06-21 07:55:18", "dateModified": "2018-06-21 07:55:18", "description": "მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ყველა ზომა უნდა გამოვიყენოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ აფგან მუხთარლის სა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kiladze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ყველა ზომა უნდა გამოვიყენოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე სიმართლე დადგინდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განუცხადა.

კილაძის თქმით, ის თუ როგორ აფასებს ევროსასამართლო ამ კონკრეტულ საქმეს, იმ გადაწყვეტილების შემდეგ გამოჩნდება, რომელსაც სასამართლო მიიღებს. დეპუტატის შეფასებით, ის რომ მუხთარლის საქმეში კითხვები არსებობს და გამოძიება ჯერ ბოლომდე მიყვანილი არ არის, ეს ცალსახაა.

"ჩვენ არაერთხელ გვქონდა კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებთან. ქართულ მხარეს არ ეძლევა იმის საშუალება, რომ დაკითხონ აფგან მუხთარლი, ანუ დაკითხონ მსხვერპლი, რომელიც დღესდღეობით აზერბაიჯანშია დაკავებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექმნება შეფერხებები, რომ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები გავატაროთ. ეს ბუნებრივია, არ არის კარგი, ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ყველა ზომა გამოვიყენოთ, რაც ჩვენს ძალებში არის, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე სიმართლე დადგინდეს", - განაცხადა სოფიო კილაძემ.


ამასთან, მუხთარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით ევროსასამართლომ საქართველოს 8 და აზერბაიჯანს 6 კითხვით მიმართა. მისივე თქმით, ქვეყნებს სასამართლოსთვის პასუხების გასაცემად ვადა 31 ივლისამდე განესაზღვრათ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.
2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 509
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია