დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სერგო რატიანი - ამ მთავრობას არ შესწევს უნარი სიღარიბე და უმუშევრობა დაძლიოს
ავტორი:
2018/ივნისი/20 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/ratiani.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499447-sergo-ratiani-am-mthavrobas-ar-shestsevs-unari-sigharibe-da-umushevroba-dadzlios.html", "headline": "სერგო რატიანი - ამ მთავრობას არ შესწევს უნარი სიღარიბე და უმუშევრობა დაძლიოს", "datePublished": "2018-06-20 08:14:26", "dateModified": "2018-06-20 08:14:26", "description": "ამ მთავრობას არ შესწევს უნარი დაძლიოს ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები - სიღარიბე და უმუშ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/ratiani.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ამ მთავრობას არ შესწევს უნარი დაძლიოს ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები - სიღარიბე და უმუშევრობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერის პოსტზე წარმოდგენილია ადამიანი, რომლის სახელთანაა დაკავშირებული წარუმატებლობები, როგორც „საქართველოს რკინიგზაში“, ისე მთავრობაში და ეკონომიკურ ბლოკში.

„გარდა ამისა, ძალოვანი უწყებების მინისტრებად წარმოდგენილი ჰყავს ადამიანები, რომელთა გამოც იყო ბოლო დროს მთავარი უკმაყოფილება საზოგადოების მხრიდან. ესენი არიან წულუკიანი და გახარია. ჩვენი პოზიცია ამ მთავრობის მიმართ ცნობილია, თუმცა ამ მთავრობის მხრიდანაც კი წულუკიანის წარმოდგენა მინისტრის კანდიდატად არის თავხედობა და ბიძინა ივანიშვილის პირობებში არაფერი შეიცვლება.

ღარიბაშვილმა ერთ საათში გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა უთხრა. დაახლოებით 24 საათი დასჭირდა კვირიკაშვილს, რომ გადამდგარიყო, მე არ მგონია, რომ ნახევარ საათს გაქაჩავს მომავალი პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი“,- განაცხადა სერგო რატიანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 485
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია