დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"საქართველოს გზა" საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მიმართავს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/02 16:00:02
პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარე ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს სოჭის ოლიმპიადაში არმონაწილეობის საკითხის დაყენებისკენ მოუწოდებს.
როგორც თეიმურაზ მურვანიძემ განაცხადა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებზე რეაგირება დღევანდელი ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა.
"დღევანდელი ხელისუფლება აცხადებს, რომ სოფელ დვანში და კონფლიქტის მიმდებარე სხვა ტერიტორიებზე პირობითი საზღვრის გადმოწევა და მავთულხლართების გავლება არის გაგრძელება და შედეგი წინა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის და ამაში სრულიად ვეთანხმებით, თუმცა დღეს არსებულ პრობლემებზე რეაგირება და მოგვარება დღევანდელი ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს დააყენონ საკითხი სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაში საქართველოს არმონაწილეობის შესახებ. კონფლიქტების მოგვარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს კი მოვუწოდებთ, რომ ეს საკითხი სხვა არგუმენტებთან და ბერკეტებთან ერთად დაუყონებლივ იქნეს გამოყენებული "მცოცავი ოკუპაციის" ტემპების შესამცირებლად, მანამ, სანამ ეს საკითხი არ გახდება სერიოზული მოლაპარაკებების საგანი საქართველოსა და რუსეთს შორის საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი ქვეყნის პარტნიორების ჩართულობით", - განაცხადა მურვანიძემ.
მისივე თქმით, ის თანადგომას უცხადებს რუსული საჯარისო ნაწილების მიერ დაზარალებულ მოსახლეობას.
"ადგილობრივ ხელისუფლებას მოვუწოდებ, მეტი ყურადღება მიაქციოს ჩვენს თანამემამულეებს, შეუქმნას ღირსეული და მისაღები დროებითი საცხოვრებელი პირობები", - აღნიშნა მურვანიძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია