დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
განათლების კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირეს
ავტორი:
2018/ივნისი/12 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/ganatlebiskomiteti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498220-ganathlebis-komitetis-skhdomaze-zogadi-ganathlebis-shesakheb-kanonshi-cvlilebis-shetanis-thaobaze-kanonproeqts-mkhari-dautcires.html", "headline": " განათლების კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპრ...", "datePublished": "2018-06-12 15:49:59", "dateModified": "2018-06-12 15:49:59", "description": "განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპრ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/ganatlebiskomiteti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც მანდატურის სამსახურის რეფორმას ეხება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი კომიტეტმა მესამე მოსმენით წინა სხდომაზე განიხილა, მაგრამ კენჭისყრა გადაიდო.

„კანონპროეტში ასახულია ყველა ის შენიშვნა, რაც კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტმა განიხილა საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირისა და პროფესიული კონსულტირების ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „დუალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით . პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, დანიელ დავითაშვილის განმარტებით, დუალური პროფესიული განათლება ევროპაში უკვე აპრობირებული და მიღებული სისტემაა, რომლის დანიშნულებაა ახალგაზრდებმა ბევრად უკეთ შეისწავლონ და გამოიმუშაონ უნარ-ჩვევები.

„ავტორთა ამოცანაა, ხელი შევუწყოთ განათლების სისტემას საქართველოში“, - განაცხადა დანიელ დავითაშვილმა.

მარიამ ჯაშმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში განვიხილეთ ის წინადადება, რომელიც შემოთავაზებული იყო მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის მიერ და მთელი რიგი რეკომენდაციები, რომელიც სამუშაო რეჟიმში განვიხილეთ, იქნება ასახული პროფესიული განათლების შესახებ კანონში. რაც შეეხება დუალური განათლების სისტემას, არავინ დაობს, რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმა. დუალური განათლება არაერთ ქვეყანაში ძალიან წარმატებით არის განხორციელებული და საქართველომ აუცილებლად უნდა იპოვოს საკუთარი მოდელი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი განცხადებით, მთავრობა პროფესიული განათლების შესახებ კანონის მიღების შემდეგ ნაბიჯად უკვე მუშაობს დადგენილების პროექტზე, რომელიც მოაწესრიგებს საჯარო, კერძო და სოციალური პარტნიორობის მოდელზე აგებული, საწარმოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომებს. მისი თქმით, საკანონმდებლო წინადადება გადაეგზავნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ ეს შემოთავაზებები მთავრობის დადგენილების შემუშავების პროცესში იყოს გათვალისწინებული.
კომიტეტის სხდომაზე განიხილეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მეცნიერთა ეროვნული აკადემიის შესახებ“. სოფლის მეურნეობის აკადემიას მიზანშეწონილად მიაჩნია სტიპენდიანტის ინსტიტუტის შემოღება სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში და კანონმდებლობითვე განისაზღვროს მათი რაოდენობა. კომიტეტის თავმჯდომარემ წინადადების ავტორს შესთავაზა ევროკომისიასთან დიალოგის დასრულების შემდეგ, საშემოდგომო სესიაზე დაუბრუნდეს კომიტეტი აღნიშნული საკანონდმებლო წინადადების განხილვას.
დღესვე კომიტეტმა მხარი დაუჭირა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017 წლის ანგარიშსა, საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის 2017 წლის დასკვნას და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შიდა აუდიტის დასკვნას.

„არანაირი წინააღმდეგობა მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებთან არ ფიქსირდება. ძალიან კარგად არის წარმოდგენილი ხედვა საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ ასევე ახალ სატელევიზიო გადაცემებს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 444
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია