დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კანადის სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში - კანადა მაღალ შეფასებას აძლევს იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/04 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/premieri.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455825-kanadis-specialuri-tsarmomadgeneli-evrokavshirshi-kanada-maghal-shefasebas-adzlevs-im-demokratiul-reformebs-romlebsac-saqarthvelos-khelisufleba-akhorcielebs.html", "headline": "კანადის სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში - კანადა მაღალ შეფასებას აძლევს იმ დემოკრატიულ რეფორმ...", "datePublished": "2017-10-04 13:37:45", "dateModified": "2017-10-04 13:37:45", "description": "კანადა მაღალ შეფასებას აძლევს იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/premieri.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კანადა მაღალ შეფასებას აძლევს იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, - ამის შესახებ კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევროკავშირსა და ევროპაში, კანადის ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სტეფან დიონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მან ასევე განსაკუთრებით პოზიტიურად შეაფასა საკონსტიტუციო რეფორმა და საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კანადას შორის ორმხრივი ურთიერთობის ყველა საკითხი, თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის მიმართულებებით.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირში კანადის სპეციალურ წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის გეგმებზე ეკონომიკური განვითარების კუთხით.

მათივე ცნობით, გამოითქვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების სურვილი. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ღიაა კანადური კომპანიებისთვის და მიესალმება მათ ფართო ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში. საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ. კანადის სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში, კანადის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან დიონი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 691
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია