დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ბაქრაძე - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ცალკე მუხლად იქნება ასახული მხარდაჭერა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის და სანქციების მიმართ
ავტორი:
2018/ივნისი/12 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/baqradze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498218-davith-baqradze-gansakuthrebith-mnishvnelovania-rom-evroparlamentis-rezoluciashi-calke-mukhlad-iqneba-asakhuli-mkhardatcera-othkhozoria-tatunashvilis-siis-da-sanqciebis-mimarth.html", "headline": " დავით ბაქრაძე - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ცალკე მუხლად იქნება ა...", "datePublished": "2018-06-12 15:44:29", "dateModified": "2018-06-12 15:44:29", "description": "„ევროპული საქართველოსთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ცალკე მუხლა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/baqradze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ევროპული საქართველოსთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ცალკე მუხლად იქნება ასახული მხარდაჭერა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის და სანქციების მიმართ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ სტრასბურგში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ის საკითხი, რომელიც თავის დროზე სწორედ ევროპულმა საქართველომ დააყენა დღის წესრიგში.

„ეს იყო დაპირება ქართული საზოგადოების, არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას ოჯახების მიმართ, რომ საერთაშორისო მასშტაბით გავაკეთებდით ყველაფერს, რომ მკვლელები დასჯილიყვნენ და სამართლიანობა აღმდგარიყო. დღეს ევროპარლამენტის ამ რეზოლუციით გადაიდგა ძალიან დიდი ნაბიჯი ამ მიმართულოებით. მთლიანობაში, რა თქმა უნდა ეს არის ძალიან კარგი რეზოლუცია, სადაც არის ბევრი მნიშვნელვანი და დადებითი პუნქტი, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით გამოვყოფდი ოთხოზორია-ტატუნაშვილის საკითხს, ვინაიდან ეს არის სიმართლის აღდგენისა და ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 490
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია