დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ღარიბაშვილი მინისტრი ესტონელ კოლეგას შეხვდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/01 15:28:02
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის კოლეგას - ესტონეთის შს მინისტრ კენ-მარტი ვაჰერს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას და ბოლოდროინდელ მოვლენებს შეეხო. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები. ესტონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ინოვაციური სასწავლო ტექნოლოგიების ცენტრს ეწვია და მის მუშაობას გაეცნო. ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე შეხვდა ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორ ელმარ ვაჰერს.  მინისტრმა შეხვედრები გამართა ლატვიაშიც, სადაც თავის კოლეგას, ლატვიის შს მინისტრს და სახელმწიფო პოლიციის უფროსს შეხვდა. მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები ლატვიის თავდაცვის სამინისტროში.  შეხვედრებზე ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელების თაობაზე“ ერთობლივ განცხადებას და „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ერთობლივი დაცვის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმს. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1238
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია