დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი თარგამაძემ საპრეზიდენტო პროგრამა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს გააცნო
ავტორი:
2013/ოქტომბერი/21 14:30:02
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი თარგამაძემ საპრეზიდენტო პროგრამა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს "სკაიპ კონფერენციის" საშუალებით გააცნო.
თარგამაძის სკაიპ-კონფერენცია საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებთან თითქმის სამი საათს გაგრძელდა. "ქრისტიან–დემოკრატების" საპრეზიდენტო კანდიდატს კითხვები ათობით ქვეყნიდან, მათ შორის ჰოლანდიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან და ინდოეთიდანაც კი დაუსვეს. საპრეზიდნეტო პროგრამისა და ქვეყნის განვითარების ქრისტიან–დემოკრატიული ხედვის წარდგენის შემდეგ, გიორგი თარგამაძესა და კონფერენციის მონაწილეებს შორის დისკუსია გაიმართა, რომლის თემები მოიცავდა, ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვასა და განათლებას, საგარეო პოლიტიკას და ქართველი ემიგრანტების პრობლემებს.
"დღეს საქართველოში ყველაზე მეტად კვალიფიციურ ადამიანთა დეფიციტია. ამ თვალსაზრისით კი ქართველ ემიგრანტებს უდიდესი რესურსი აქვთ. მათი აქტიურად მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში იქნება უმნიშვნველოვანესი ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვის და მე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ ქვეყნის ცხოვრებაში მათ აქტიურ მონაწილეობას შევუწყო ხელი", - განაცხადა თარგამაძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1287
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია