დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძემ სლოვაკეთის დელეგაციას უმასპინძლა
ავტორი:
2018/ივნისი/11 10:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/janelidze_4457e.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497907-mikheil-janelidzem-slovakethis-delegacias-umaspindzla.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძემ სლოვაკეთის დელეგაციას უმასპინძლა", "datePublished": "2018-06-11 06:43:10", "dateModified": "2018-06-11 06:43:10", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ნატო-სა და ევროკავშირის შესა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/janelidze_4457e.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში სლოვაკეთის დელეგაციას უმასპინძლა, - ამის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთში საქართველოს საპატიო კონსულის ნოდარ გიორგაძის ორგანიზებით, პროექტის „უკეთ გავიცნოთ ერთმანეთის“ ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა დარგში მოღვაწე წარმატებული და გამოჩენილი სლოვაკი სტუმრები ეწვივნენ.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და საპატიო კონსულს ამ წამოწყებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთვის ნამდვილად ძალიან დიდი პატივია, ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის მასპინძლობა, რომელიც სხვადასხვა დარგში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს აერთიანებს. ეს ნამდვილად არის ორ ხალხს შორის არსებული მეგობრობის გამოხატულება, რასაც საფუძვლად მრავალი წლის ურთიერთობა უდევს. დღეს ჩვენი მეგობრობა ვითარდება სახელმწიფოებს შორის უმაღლეს დონეზე, მაგრამ ხალხთაშორისი კონტაქტები, რომლებიც ამ ვიზიტის დროს განვითარდება, არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი,“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულია არაერთი საინტერესო ღონისძიება, რაც სტუმრებს საქართველოს ისტორიის, ტრადიციების, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული პოტენციალის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მინისტრის განცხადებით, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამყარების 100 წლის იუბილეს ფარგლებში, სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას საქართველოში ვიზიტი სლოვაკეთის მხრიდან კიდევ ერთი დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ თანამშრომლობას ასევე თან ახლავს ხალხთაშორისი თანამშრომლობა და მეგობრობა. იმედი მაქვს, რომ სლოვაკეთის დელეგაციის ვიზიტი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ახალი, კონკრეტული პროექტების განვითარების საფუძველი გახდება,“ - განაცხადა მინისტრმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 486
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია