დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - კონტრაქციებს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ
ავტორი:
2018/ივნისი/08 21:30:03
../photo/2015_02/00-OQT-2013/ivanishvilii-margvelashvili-pk-11.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497635-giorgi-margvelashvili-kontraqciebs-dzalian-frthkhilad-unda-movekidoth.html", "headline": " გიორგი მარგველაშვილი - კონტრაქციებს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ", "datePublished": "2018-06-08 17:32:41", "dateModified": "2018-06-08 17:32:41", "description": "უკვე ისეთი დინამიკა ჩამოყალიბდა და ისე წარიმართა პროცესი, რომ ჩემთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისთ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-OQT-2013/ivanishvilii-margvelashvili-pk-11.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უკვე ისეთი დინამიკა ჩამოყალიბდა და ისე წარიმართა პროცესი, რომ ჩემთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისთვის, რომლისთვისაც არა ხელისუფლება, არამედ სახელმწიფოა დასაცავი ღირებულება, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ კონტრაქციების თემას, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც თბილისში ბოლო დროს გამართული ე.წ. კონტრაქციებს საკითხს ამოეხმაურა.

პრეზიდენტის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აეკრძალოს საკუთარი აზრის გამოხატვა, თუმცა, აქციების ფორმირება კონტრაქციებით ერთ-ერთ საშიშროებას წარმოადგენს.

„მე ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ უკვე ისეთი დინამიკა ჩამოყალიბდა და ისე წარიმართა ეს პროცესი, რომ ჩემთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისთვის, რომლისთვისაც არა ხელისუფლება, არამედ სახელმწიფოა დასაცავი ღირებულება, შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოების ასეთი დახლეჩა, ერთმანეთთან დაპირისპირება, მცდელობა, რომ მოხდეს ჯგუფების დაპირისპირება და ერთმანეთის მიმართ აგრესიის გაღვივება, საფრთხილოა. ცოტა მაინც ვისაც ახსოვს წარსული ან ვინც იცის ანა-ბანა იმისა, რა საშიშროებების წინაშე დგას საქართველო, ან თუნდაც ის ვინც იცის, რა მიზნები აქვს რუსეთის პროპაგანდას საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ თემას. ეს არის დენთთან თამაში და არაფრის დიდებით ჩვენ არ უნდა დავხლიჩოთ საზოგადოება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია