დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადა მარშანია - ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ საგამოძიებო კომისიაში არ დარჩება, რადგან ვიმყოფებით არა პარლამენტში, არამედ აბსურდის თეატრში
ავტორი:
2018/ივნისი/08 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/marshania_361cd.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497546-ada-marshania-chveni-politikuri-dzala-am-sagamodziebo-komisiashi-ar-darcheba-radgan-vimyofebith-ara-parlamentshi-aramed-absurdis-theatrshi.html", "headline": " ადა მარშანია - ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ საგამოძიებო კომისიაში არ დარჩება, რადგან ვიმყოფებით არა პარ...", "datePublished": "2018-06-08 10:09:50", "dateModified": "2018-06-08 10:09:50", "description": "თითქმის 6-წლის თავზე იქამდე მივედით, რომ პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნით და მისი შ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/marshania_361cd.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თითქმის 6-წლის თავზე იქამდე მივედით, რომ პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნით და მისი შემადგენლობით აბსურდი დავაკანონეთ, ხოლო საღი აზრი, ზნეობა და მორალი სისულელედ გამოვაცხადეთ - ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ კომისიში არ დარჩება, ვერ იმუშავებს, რადგან ვიმყოფებით არა პარლამენტში, არამედ აბსურდის თეატრში, - აღნიშნული განცხადება საგამოძიებო კომისიის პირველ სარგანიზაციო სხდომაზე კომისიის წევრმა, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენელმა ადა მარშანიამ გააკეთა.

მან “ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩევლისადმი და მოსახლეობისადმი ღალატში დაადანაშაულა.

“იმის მაგივრად, რომ შეეფასებინათ ზნეობრივად, პოლიტიკურად და სამართლებრივად 9- წლიანი რეჟიმი, მიხეილ სააკაშვილის ხელმღვანელობით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლება დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის გზას დაადგა, რომელსაც დღემდე ახორციელებს. ამ კომისიის შექმნა არის ამ უმსგავსობის პიკი. ცინიზმს და უნამუსობას პარლამენტში არა აქვს საზღვარი და ვხედავ, რომ ეს საზღვრები გარღვეულია ამ თვალსაზრისით. ბატონო პროკურატურავ, იმის მაგივრად, რომ თქვენ დაგებარებინათ ბოკერია და დაგეკითხათ, ახლა თქვენ აქეთ გიბარებთ დასაკითხად პარლამენტში. მინდა მივმართო “ქართულ ოცნებას“ - თქვენ უკვე აიზილეთ “ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ პროცესში და ერთი პოლიტიკური ძალა გახდით, რადგან მკვლელებსა და სადისტებს ხელს აფარებთ. ეს კომისია არის ამის გვირგვინი. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ კომისიში არ დარჩება, ვერ იმუშავებს, რადგან ვიმყოფებით არა პარლამენტში, არამედ აბსურდის თეატრში“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საკითხის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს.

თემა: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობა ზაზა სარალიძე - რამდენი პოლიტიკური პარტიაა ჩამომითვალეთ და ყველას გავემიჯნები, ჩემი მიზანია ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 466
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია