დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია დაამტკიცა
ავტორი:
2018/ივნისი/06 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/parlamenti-axaliii-1_0180d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497239-parlamentma-khmatha-umravlesobith-khoravas-quchis-saqmeze-droebithi-sagamodziebo-komisia-daamtkica.html", "headline": "პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია დაამტკიცა", "datePublished": "2018-06-06 11:26:50", "dateModified": "2018-06-06 11:26:50", "description": "პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია დაამტკიცა. კომის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/parlamenti-axaliii-1_0180d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია დაამტკიცა. კომისიის შექმნის დადგენილებას 95-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის ერთმა წევრმა კომისიის წინააღმდეგ მისცა ხმა. მანამდე კენჭი ეყარა კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხს, სადაც ორი კანდიდატი იყო წარდგენილი. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ სერგი კაპანაძე 91 ხმით აირჩის. ადა მარშანიას მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

17-კაციან კომისიაში უმრავლესობით - 9 წევრით “ევროპული საქართველოა“ წარმოდგენილი, ხოლო “ქართული ოცნება“ წარმოდგენილია ექვსი დეპუტატით.
კომისიის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობიდან: - არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე.

“ევროპული საქართველოდან“: - სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.

ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსიდან“ - ადა მარშანია და ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატი - სალომე ზურაბიშვილი. კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე უარი განაცხადა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისია სამი თვის ვადით შეიქმნა.


თემა: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობა სალომე სამადაშვილი - ამ კომისიის შემადგენლობას უნდობლობა გამოუცხადა ზაზა სარალიძემ და უნდობლობას ვუცხადებთ ჩვენც
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 456
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია