დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საჯარო რეესტრს სასწავლო ვიზიტით რუანდის დელეგაცია ეწვია
ავტორი:
2013/სექტემბერი/16 16:53:02
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით რუანდის  დელეგაცია ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ვიზიტის ძირითადი მიზანია საქართველოში მიწის ადმინისტრირების სფეროში გატარებული რეფორმების, ქონების რეგისტრაციის სისტემის ქართული მოდელის, ელექტრონული მომსახურების, ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურების გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები თბილისის იუსტიციის სახლს GEOCORS-ის სისტემის საკონტროლო ცენტრს,სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ინფრასტრუქტურას, სარეზერვო სისტემასა და ლილოს არქივს დაათვალიერებენ. დელეგაციის ვიზიტი 19 სექტემბერს დასრულდება.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1205
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია