დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი ვარაუდობს, რომ არჩევნებში 70-75%-ს მიიღებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/21 10:30:02
ვვარაუდობ, რომ ხმების 70-75%-ს მივიღებ, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნმების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
როგორც გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში მარგველაშვილი აცხადებს, პრაქტიკულადაც და თეორიულადაც შეუძლებელია, მოსახლეობას სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნება უნდოდეს.
"შესაბამისად, როდესაც გვეკითხებიან, იქნება თუ არა მეორე ტური, პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი: თუ ასე ძალიან ვცდებით შეფასებებში, თუ ბიძინა ივანიშვილსაც და მეც ასე ძალიან გვეშლება და გვგონია, რომ ამომრჩეველთა უდიდესი უმრავლესობა ჩვენ გვაძლევს ხმას, მაშინ ასევე არასწორად დაგვიგეგმავს რეფორმები და ქვეყნის განვითარება. თუ 27 ოქტომბერს ჩვენი და ჩვენი ოპონენტების ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი მივა საარჩევნო ყუთთან, ვვარაუდობ, რომ ხმების 70-75%-ს მივიღებ", - აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.
რამდენიმე დღის წინ პრემიერმა მარგველაშვილს ურჩია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, მასში მონაწილეობა არ მიიღოს. მოგვიანებით "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე დაადასტურა, რომ მეორე ტურის საჭიროების შემთხვევაში საკუთარ კანდიდატურას მოხსნის.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1153
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია