დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პოლიტიკური მოძრაობა „გირჩი“ თეა წულუკიანის გადაყენების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას უერთდება
ავტორი:
2018/ივნისი/05 16:30:02
../photo/2015_02/0-00APRILI-2016/girchi_45943.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497056-politikuri-modzraoba-girchi-thea-tsulukianis-gadayenebis-thaobaze-arasamthavrobo-organizaciebis-mothkhovnas-uerthdeba.html", "headline": "პოლიტიკური მოძრაობა „გირჩი“ თეა წულუკიანის გადაყენების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა...", "datePublished": "2018-06-05 12:19:45", "dateModified": "2018-06-05 12:19:45", "description": "თუ გვინდა, რომ მომავალ გენერალურ პროკურორს რაიმე ლეგიტიმაცია მაინც ჰქონდეს, მისი არჩევის პროცესთან ა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00APRILI-2016/girchi_45943.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუ გვინდა, რომ მომავალ გენერალურ პროკურორს რაიმე ლეგიტიმაცია მაინც ჰქონდეს, მისი არჩევის პროცესთან არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო იუსტიციის დღევანდელ მინისტრს, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, „გირჩი“ უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას თეა წულუკიანის გადაყენების თაობაზე.

„თუ გვინდა, რომ მომავალ გენერალურ პროკურორს ჰქონდეს რაიმე ლეგიტიმაცია მაინც, მის არჩევის პროცესთან არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო დღევანდელ იუსტიციის მინისტრს.

სასამართლოსა და პროკურატურაში არსებული სავალალო მდგომარეობა, მნიშვნელოვანწილად, სწორედ მისი პასუხისმგებლობაა და არც ერთი თავმოყვარე ორგანიზაცია მასთან კონსულტაციებზე არ უნდა დაჯდეს.

ამიტომ, „გირჩი“ უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას თეა წულუკიანის გადაყენების თაობაზე“, - ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.

ამასთან, პოლიტიკური პარტია იზიარებს პოზიციას, რომ მომავალი გენერალური პროკურორი უნდა იყოს ადამიანი "სისტემის გარედან".

„მომავალი გენერალური პროკურორი უნდა იყოს ადამიანი "სისტემის გარედან“, რომელიც დადებს პროკურატურის დეცენტრალიზაციისა და დეპოლიტიზაციის გასაგებ და რეალისტურ გეგმას - რომ პროკურატურა აღარ იყოს სადამსჯელო მექანიზმი ყველა ხელისუფლების ხელში. სხვა შემთხვევაში წავალთ შემდეგ წრეზე“, - ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 452
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია