დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ ბენიძე - თეა წულუკიანს აღარ აქვს მორალური უფლება, რომ კიდევ ერთი მთავარი პროკურორი შეარჩიოს
ავტორი:
2018/ივნისი/05 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1OQT-2016/benidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497011-mikheil-benidze-thea-tsulukians-aghar-aqvs-moraluri-ufleba-rom-kidev-erthi-mthavari-prokurori-shearchios.html", "headline": "მიხეილ ბენიძე - თეა წულუკიანს აღარ აქვს მორალური უფლება, რომ კიდევ ერთი მთავარი პროკურორი შეარჩიოს", "datePublished": "2018-06-05 08:59:55", "dateModified": "2018-06-05 08:59:55", "description": "იუსტიციის მოქმედ მინისტრს აღარ აქვს მორალური უფლება, რომ კიდევ ერთი მთავარი პროკურორი შეარჩიოს იმიტო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1OQT-2016/benidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იუსტიციის მოქმედ მინისტრს აღარ აქვს მორალური უფლება, რომ კიდევ ერთი მთავარი პროკურორი შეარჩიოს იმიტომ, რომ არცერთი წინა პროცესი არ დასრულდა პოზიტიურად, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მესამე სექტორის წარმომადგენელთა ნაწილმა მთავრობას იუსტიციის მინისტრის გადაყენებისკენ მოუწოდა.

ბენიძის თქმით, იუსტიციის მინისტრი არ არის იმ მოვლენების ადეკვატური, რაც დღეს ქვეყანაში ვითარდება.

„ბოლო დღეების განმავლობაში პირველად არ არის, როდესაც ვხედავთ, რომ იუსტიციის მინისტრი არ არის ადეკვატური იმ მოვლენებისა, რაც ქვეყანაში ვითარდება. იმ ფონზე, როდესაც საზოგადოების სრული კონსენსუსი არსებობს მთავარი პროკურორის მიმართ უნდობლობაზე და გადადგა ეს ადამიანი, ქალბატონი თეა წულუკიანი კვლავაც მადლობას უხდიდა მას გაწეული საქმიანობისთვის. ის ადეკვატურად ვერ აფასებდა იმ გამოწვევებს, რაც პროკურატურასა და მთლიანად მართმსაჯულების სისტემაში არსებობს. გარდა ამისა, მართმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ინიციატივა საერთოდ არ ყოფილა. როგორც ჩანს, იუსტიციის სამინისტროს მიაჩნია, რომ რეფორმების კუთხით მეტი ნაბიჯი გადასადგმელი არ არის. ამ პროცესში, მოქმედ მინისტრს აღარ აქვს მორალური უფლება, რომ კიდევ ერთი მთავარი პროკურორი შეარჩიოს იმიტომ, რომ არცერთი წინა პროცესი არ დასრულდა პოზიტიურად“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია