დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი - ფრაქციების ჩამოყალიბების საკითხი ადრეც იხილებოდა დაბალი რანგის პრაგმატული, თანამდებობრივი, ფინანსური კონტექსტებით
ავტორი:
2017/დეკემბერი/20 09:30:02
../photo/2015_02/0-01TEBER-2016/usufashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/469492-davith-usufashvili-fraqciebis-chamoyalibebis-sakithkhi-adrec-ikhileboda-dabali-rangis-pragmatuli-thanamdebobrivi-finansuri-konteqstebith.html", "headline": "დავით უსუფაშვილი - ფრაქციების ჩამოყალიბების საკითხი ადრეც იხილებოდა დაბალი რანგის პრაგმატული, თანამდ...", "datePublished": "2017-12-20 05:14:36", "dateModified": "2017-12-20 05:14:36", "description": "ფრაქციების ჩამოყალიბების საკითხი ადრეც იხილებოდა, თუმცა, ეს იხილებოდა ძალიან დაბალი რანგის პრაგმატუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-01TEBER-2016/usufashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ფრაქციების ჩამოყალიბების საკითხი ადრეც იხილებოდა, თუმცა, ეს იხილებოდა ძალიან დაბალი რანგის პრაგმატული, თანამდებობრივი კონტექსტებით, - ამის შესახებ ”შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა.

დავით უსუფაშვილი პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფრაქციების გამოყენება საკუთარი ინტერესებისთვის მხოლოდ ”ქართული ოცნების” მიერ არ ხდება.

”მე არ მგონია, რომ ფრაქციების თემა თავისთავად მნიშვნელოვანი ინდიკატორი იყოს, რომელიც ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა და ზოგადად სახელისუფლებო სისტემა კრიზისშია. ვფიქრობ, ფრაქციების ჩამოყალიბების საკითხი მართლაც უფრო ადრე იხილებოდა. თუმცა, ეს არ იხილებოდა პოლიტიკური კონტექსტით. ეს იხილებოდა ძალიან სხვა, დაბალი რანგის პრაგმატული, თანამდებობრივი, ფინანსური, მანქანობრივი, კაბინეტური, სტატუსობრივი და ასე შემდეგ კონტექსტებით.

ადრეც ვთვლიდით და დღესაც მიგვაჩნია, რომ ფრაქცია ესაა საპარლამენტო ცხოვრების მნიშვნელოვანი პოლიტიკური ატრიბუტი. ეს არ არის მენეჯმენტური ატრიბუტი, როგორც ახლა გვეუბნებიან. ამჟამად პარლამენტში ის 5 ფრაქცია არის ხელოვნური, გარდა ”ქართული ოცნებისა”. ეს არ არის ”ქართული ოცნების” ნოუ ჰაუ. ოპოზიციის მხარესაც არის ასეთი ფრაქციები. პარლამენტში 3 სუბიექტი შევიდა, თუმცა, შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე 4 ფრაქცია შეიქმნა.

მენეჯმენტური პრობლემები თუ აქვთ პარლამენტში, ამისთვის კომიტეტები არსებობს, თუმცა, თუ პოლიტიკურ ძალებს აქვთ პრობლემები, ამისთვის კარგად უნდა იმუშაონ ფრაქციის აპარატმა და თავმჯდომარემ”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 586
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია