დაისვენე კურორტ ახალდაბაში
„თავისუფალი დემოკრატები“ - ყოვლად გაუმართლებელი და მცდარია ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება
ავტორი:
2018/ივნისი/03 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/demokratebi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/496700-thavisufali-demokratebi-yovlad-gaumarthlebeli-da-mcdaria-is-rac-akhla-rusthavelis-gamzirze-khdeba.html", "headline": "„თავისუფალი დემოკრატები“ - ყოვლად გაუმართლებელი და მცდარია ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება", "datePublished": "2018-06-03 15:41:18", "dateModified": "2018-06-03 15:41:18", "description": "ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ განცხადებას ავრცელებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/demokratebi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ განცხადებას ავრცელებს. პარტიის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებს გაუმართლებელს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ხალხის პროტესტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა, რის გამოც აღნიშნულ აქციებს პარტია არ უერთდება.

„საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნდით, რომ უსამართლობის ჩამდენი ხელისუფლების შეცვლა ადამიანს და საზოგადოებას არ იცავს ახალი უსამართლობისგან, რომელსაც ახალი ხელისუფლებები სჩადიან. აშკარაა, რომ საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მიღებული როგორც მენტალიტეტი, ასევე სამართალდამცავი და ძალოვანი სისტემა ხელისუფლებებს ისე იცვლის, როგორც გველი ტყავს, თვითონ კი არსებითად უცვლელი რჩება. ამიტომ უნდა დავადგეთ ახალ გზას და აღარ გავიმეოროთ ძველი შეცდომა. ჩვენ, პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ, უსამართლობით აღშფოთებულმა ადამიანებმა ერთად უნდა ვაიძულოთ სწორედ ეს ხელისუფლება, რომ დღესვე დაიწყოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც უმოკლეს დროში უზრუნველყოფს დანაშაულებების გამოძიებას, რათა კანონის ძალით დაისაჯოს ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა ან კანონის წინაშე პასუხისგებას აარიდა დამნაშავე.

ჩვენ ვიცით, რომ რევოლუცია არის ხალხის ენერგიის გაუმართლებელი ფლანგვა! საზოგადოების ძალ-ღონე უნდა მივმართოთ არა ხელისუფლების შეცვლის ერთჯერად აქტზე, არამედ უსამართლობასთან შეურიგებელი ადამიანების ენერგია უნდა მივმართოთ ყოველდღიურ და დაჟინებულ მოთხოვნაზე, რათა ხალხის ფულით დაფინანსებულმა ხელისუფლებამ კონკრეტული ქმედებით აღასრულოს მასზე კანონისა და ხალხის მიერ დაკისრებული ყველა მოვალეობა, შეწყვიტოს ძალაუფლების უზურპაცია, სათანადოდ შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და უზრუნველყოს დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყოვლად გაუმართლებელი და მცდარია ის, რაც ახლა ხდება რუსთაველის გამზირზე, სადაც ადამიანების, ხალხის ხალასი პროტესტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა. მსგავს აქციას ჩვენ, ცხადია, არ ვუერთდებით,“ - ნათვამია განცხადებაში.

პარტიის წარმომადგენლები ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და საქართველოს ხელისუფლებების მიერ გაუბედურებულ თითოეულ ადამიანს მხარდაჭერას ჰპირდებიან.

„ჩვენ გულწრფელ მხარდაჭერას ვუცხადებთ ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს და სხვას ყველას, ვისაც უბედურება მოუტანა საქართველოს რომელიმე ხელისუფლებამ. ჩვენ მათ ვპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ამაზრზენი უსამართლობა ერთხელ და საბოლოოდ შეცვალოს კანონიერმა სამართლიანობამ. ჩვენი აზრით, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა განსაკუთრებით ახლა სჭირდება, როცა ხორავას ქუჩაზე მომხდარი საშინელება თანდათან საჯილდაო ქვად გაიხადეს წინა და ახლანდელმა ხელისუფლებებმა, მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მათ ბედქვეშ მყოფ ადამიანებს სამართალი გაუჩინოს დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფომ. ამ ადამიანებს შვილები მოუკლეს და მათდამი ხელისუფლების მიერ ჩადენილი არამარტო უსამართლობა, არამედ გამოჩენილი გულგრილობაც კი არის მათი სამოქალაქო მკვლელობა, რომელსაც ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ანუ პროდასავლური ძალები და საზოგადოება - ყველანი ერთად აღვუდგებით წინ,“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.


თემა: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობა ზვიად კუპრავა - ჩვენ მზად ვართ პრემიერთან მისი გადადგომის დროსა და ფორმებზე მოლაპარაკება ვაწარმოოთ
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 449
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია