დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლია მუხაშავრია - არა მარტო შოთაძე უნდა წაბრძანდეს, არამედ უნდა წავიდეს მთლიანად საპროკურორო საბჭო, პრეტენზიები უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ
ავტორი:
2018/ივნისი/01 12:30:02
../photo/2015_02/0-1IVNIS-2015/muxashavria.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/496370-lia-mukhashavria-ara-marto-shothadze-unda-tsabrdzandes-aramed-unda-tsavides-mthlianad-saprokuroro-sabtco-pretenziebi-unda-iyos-iusticiis-umaghlesi-sabtcos-mimarth.html", "headline": "ლია მუხაშავრია - არა მარტო შოთაძე უნდა წაბრძანდეს, არამედ უნდა წავიდეს მთლიანად საპროკურორო საბჭო, პ...", "datePublished": "2018-06-01 08:37:03", "dateModified": "2018-06-01 08:37:03", "description": "უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელი დირექტორი ლ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1IVNIS-2015/muxashavria.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელი დირექტორი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ თუკი დროული და ადეკვატური რეაგირება არ იქნება, კრიზისი კიდევ უფრო გამძაფრდება.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ლია მუხაშავრიამ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენის შემდეგ განვითარებული პროცესების კომენტირებისას განუცხადა.

“ძალიან რთული სიტუაციაა შექმნილი. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური კრიზისის ვითარებაა. საზოგადოების აღშფოთება ძალიან მაღალ გრადუსზეა აწეული და ის, ვისაც არ ესმის პროტესტის არსი, შეიძლება აღშფოთდეს იმით, რომ მაგალითად გუშინ, პრემიერს არ მოუსმინეს აქციის მონაწილეებმა. მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ოჯახის წევრები მოუკლეს და რომლებმაც სამართალი ვერ იპოვეს. ამ ქვეყანაში გამოძიების პრობლემა არსებობს უკვე ორი ათეული წელია. ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რომ შეიქმნას კვალიფიციური, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც გახმაურებულ და არა მარტო გახმაურებულ, უმძიმეს დანაშაულებს გამოიძიებს და დასჯის დამნაშავეებს. ეს დაგროვილი უკმაყოფილება და სრულიად სამართლიანი აღშფოთება დღეს ვულკანის ეფექტით მოქმედებს. მე ვფიქრობ, რომ მთავრობა იძულებული იქნება და უნდა წავიდეს. სრულად უნდა შეიცვალოს საპროკურორო საბჭო და თუ დროულად არ მოხდება მომიტინგეთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და პარლამენტის დაუყოვნებლივი დაშლით და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით დასრულდეს“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

მისივე შეფასებით, როდესაც პროკურორი ვერ ახერხებს საქმის გამოძიება მოახდინოს ისე, როგორც წესია, „მინიმუმ, სახლში უნდა წაბრძანდეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“.

“ის, რომ ეს ადამიანები სახლში უნდა წაბრძანდნენ, მინიმალური შედეგია. მე ვფიქრობ, საზოგადოება მოითხოვს, რომ ყველას მოეთხოვოს პასუხი იმისათვის, რომ მათ დაფარეს დანაშაული და ხელი დააფარეს დამნაშავეებს. ყველამ, ვისაც მოუწევს გადადგომა, მადლობა უნდა თქვას, თუკი მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყება, თუმცა ალბათ ასე ვერ მოხდება, რადგან გამოძიება არ გვყავს ამ ქვეყანაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ როცა დანაშაული საყოველთაო ინტერესის საგანი ხდება, მას ვერ იძიებენ, მაგრამ აუცილებლად უნდა გატარდეს ნამდვილი რეფორმა საგამოძიებო ორგანოებსა და პროკურატურაში, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. არა მარტო შოთაძე უნდა წაბრძანდეს, არამედ უნდა წავიდეს მთლიანად საპროკურორო საბჭო, პრეტენზიები უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, რომელიც სამისდღემჩიოდ ნიშნავს მოსამართლეებს. ეს კრიზისი კიდევ უფრო გამძაფრდება, თუ დროული და ადეკვატური რეაგირება არ იქნება. მე ვფიქრობ, რომ თუკი მთავრობის რომელიმე მოაზროვნე წევრმა დაინახა გუშინ რა მოხდა, დღეს უკვე უნდა ველოდოთ მთავრობის გადადგომის გამოცხადებას, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის აღშფოთებასთან. გუშინ საღამოს აღშფოთდა გამოძიებით და გადადგა პროკურორი. თუკი არ აღშფოთდება იმით, რაც დაინახა კვირიკაშვილის გამოსვლაზე, მაშინ ალბათ მთავრობა ჯერ კიდევ გააგრძელებს თავის სავარძლებში ყოფნას და ამით კიდევ უფრო გაიუარესებს მდგომარეობას“, - აღნიშნა მუხაშავრიამ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების გამო, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გუშინ თანამდებობა დატოვა.
თემა: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობა ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიესაჯა, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს კი 9 წელი და 9 თვე
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 485
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია