დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კანონმდებლობაში "ექსპლუატაციის" და "მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენების" მნიშვნელობა ზუსტდება
ავტორი:
2014/აპრილი/18 12:00:01
კანონმდებლობაში "ექსპლუატაციის" და "მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენების" მნიშვნელობა კონკრეტდება და კიდევ უფრო ფართოვდება. ამასთან, მკაცრდება შესაბამისს დანაშაულთან დაკავშირებული სანქციები.
ამ მიმართულებით იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონსა და "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებების პროექტი უკვე წარუდგინა.
შეთავაზებული დეფინიციით, ექსპლუატაცია ნიშნავს დამნაშავის მიერ მატერიალური ან სხვაგვარი სარგებლის მიღების მიზნით: შრომის ან მომსახურების იძულებას; სექსუალური მომსახურების იძულებას; პირის ჩაბმას დანაშაულებრივ საქმიანობაში, პროსტიტუციაში, პორნოგრაფიაში ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში; ადამიანის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის იძულებით ან მოტყუებით ამოღებას, გადანერგვას ან სხვაგავარად გამოყენებას; ადამიანის ჩაყენებას მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამდეროვე პირობებში.
რაც შეეხება "მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენების" ცნების მნიშვნელობას, კანონპროექტის თანახმად, მასში იგულისხმება, ისეთი მდგომარეობის შექმნა, როდესაც პირი ანაზღაურებით, ან არაადეკვატური ანაზღაურებით, ან მის გარეშე სამუშაოს სხვა პირის სასარგებლოდ ასრულებს, ან ეწევა სხვა სახის მომსახურებას და მას არ შეუძლია ამ გარემოების შეცვლა პირზე დამოკიდებულების გამო. პირზე დამოკიდებულება შეიძლება გამოწვეული იყოს, მათ შორის: პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევით, გაკონტროლებით ან განზრახ ხელყოფით; თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვით ან თავისუფალი გადაადგილების კონტროლით; ოჯახის წევრთან ან სხვა პირთან კომუნიკაციის, მათ შორის მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტის შეზღუდვით ან კონტროლით; იძულებითი ან დამაშინებელი გარემოს შექმნით;
ტრეფიკინგთან დაკავშირებული ახალი დეფინიციები "სისხლის სამართლის კოდექსშიც" აისახება. ამასთან, კოდექსის შესაბამისს მუხლებში, სანქციათა იმ ნაწილის გამკაცრება ხდება, რომელიც ასეთი ქმედებისათვის თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა მოხდება სამი წლის ვადით, ნაცვლად ერთი და ორწლიანი ვადისა.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია