დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვიქტორ დოლიძემ ჟენევის გაერო-ს ოფისში სირიის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ისაუბრა
ავტორი:
2018/ივნისი/01 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/dolidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/496361-viqtor-dolidzem-zhenevis-gaero-s-ofisshi-siriis-mier-afkhazethisa-da-samkhreth-osethis-ets-damoukideblobis-aghiarebis-shesakheb-isaubra.html", "headline": "ვიქტორ დოლიძემ ჟენევის გაერო-ს ოფისში სირიის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობი...", "datePublished": "2018-06-01 08:07:09", "dateModified": "2018-06-01 08:07:09", "description": "ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/dolidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ, სირიის რეჟიმის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ პრესკონფერენცია გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიქტორ დოლიძემ ასადის რეჟიმის აღნიშნული ნაბიჯის საპასუხოდ საქართველოს მიერ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილების თაობაზე გაამახვილა ყურადღება.

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციის მცდელობასა და ადამიანის უფლებების დარღვევების მხარდაჭერას, რომლებიც ხორციელდება აღნიშნულ რეგიონებში წამების, არაადამიანური მოპყრობის, მკვლელობის, გატაცების, თვითნებური დაკავების, საკუთრების უფლების დარღვევის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის სახით.

„ასეულობით ათასი ადამიანი მოკლებულია შესაძლებლობას, დაუბრუნდეს თავის საცხოვრებელ სახლს, ხოლო ოკუპანტი ძალა და მისი საოკუპაციო რეჟიმები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციისა და უმაღლესი კომისრის მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, კვლავ არ უშვებენ აღნიშნულ რეგიონებში შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებს ადგილზე ვითარების შესაფასებლად“, - განაცხადა დოლიძემ.

ელჩმა დამსწრე საზოგადოებას შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯები მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული პირობების გაუმჯობესებას, ნდობის აღდგენასა და ჩართულობის გაღრმავებას ქვეყნის განვითარებით, მათ შორის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესით მიღწეული სიკეთეების მათთვის ხელმისაწვდომობის მიზნით.

ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს სწრაფი რეაგირებისთვის, სამართლიანი და მტკიცე განცხადებებისთვის და მათ ყველა არსებული ფორმატის გამოყენებისკენ მოუწოდა, მათ შორის ჟენევის გაეროს ოფისში.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს ელჩმა გაეროს ჟენევის ოფისთან აკრედიტებული პრესის წარმომადგენლების შეკითხებს უპასუხა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 466
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია