დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრემიერ-მინისტრმა დავით კირვალიძესა და შალვა ფიფიას მადლობა გადაუხადა
ავტორი:
2014/დეკემბერი/11 11:30:02
უახლოეს მომავალში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა უშუალოდ იგრძნობს იმ სიკეთეს, რასაც სოფლის მეურნეობის განვითარება მოუტანს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემეირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონში" განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, სოფლის მეურნეობა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრებს შალვა ფიფიას და დავით კირვალიძეს მადლობა გადაუხადა და ოთარ დანელიას წარმატებები უსურვა.
"საქართველოში სოფლის მეურნეობის უძველესი და მდიდარი ტრადიციები არსებობს. ქართველი გლეხი ყოველთვის გამოირჩეოდა მიწისადმი განსაკუთრებული სიყვარულით და საუკუნეების განმავლობაში თავდადებულად შრომობდა და ქმნიდა დოვლათს. ჩვენ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ სწორედ ამ დარგმა შეასრულოს უმნიშვნელოვანესი როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის მიღწევაში. ამიტომაც არის სოფლის მეურნეობის განვითარება ერთ-ერთი უპირველესი მიმართულება, საიდანაც უნდა დაიწყოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური აღორძინება. ჩვენი მიზანია, სწორი სახელმწიფო პოლიტიკის საშუალებით მეწარმეები, ფერმერები, გლეხები მყარად დადგნენ ფეხზე და უპასუხონ იმ ახალ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას, შეძლონ აწარმოონ ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი და მყარად დაიმკვიდრებს ადგილს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1038
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია