დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რომან კაკულია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარს ეჭერს
ავტორი:
2018/მაისი/31 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/kakulia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/496171-roman-kakulia-khoravas-quchaze-mkvlelobis-saqmeze-droebithi-sagamodziebo-komisiis-sheqmnis-iniciativas-mkhars-etcers.html", "headline": "რომან კაკულია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხ...", "datePublished": "2018-05-31 10:46:04", "dateModified": "2018-05-31 10:46:04", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია მომხრეა, თბილისში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/kakulia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია მომხრეა, თბილისში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოზიცია კაკულიამ ბიუროს სხდომაზე დააფიქსირა.

მისი თქმით, კომისია, როგორც წესი, იმ შემთხვევაში იქმნება, როცა ყველა სხვა ინსტრუმენტი იწურება, თუმცა მოცემული ვითარება არაორდინალურია.

“დღის წესრიგში რომ იდგეს მხოლოდ ის საკითხი, როგორია პოზიცია ყველა ჩვენთაგანის, თუ როგორ მივიდეთ სიმართლემდე, ეს სხვა თემა იქნებოდა. რა შემთხვევაში იქმნება კომისია – როცა სხვა ინსტრუმენტები ამოწურავს თავის თავს. ჩვენ შეგვიძლია, თუ მარტო ამ ლოგიკას გავყვებით, დაველოდოთ და მერე უკვე გამართლებულად ვიტყვით, რომ მოდით შევქმნათ კომისია. მაგრამ ახლა არაორდინალური სიტუაციაა. ახლა ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ვუთხრათ, რომ იმ მეორე პროცესშიც, რომელიც გაგრძელდება, ჩვენ პარლამენტი ვართ მათ გვერდით. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მთავარი. რატომ შეუქმნის კომისიის შექმნა პრობლემას ამ პროცესს, მართალი გითხრათ, არ მესმის. წარმოვიდგინოთ, რომ მეორე ინსტანციაზეც იგივე შედეგი დადგა, მესამეზეც ხომ შეიძლება იგივე შედეგი დადგეს. ამიტომ, ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ეს ფიქრი გადავიყვანო იმ ლოგიკურ ფიქრში, როდესაც კომისიას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვქმნით, როცა სხვა ინსტრუმენტების ამოწურვას უნდა დაველოდოთ და მერე შევქმნათ. ჩემი აზრით, ეს ის შემთხვევა არ არის. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ მათთან ერთად ვართ და ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, უფრო სერიოზულია უმრავლესობის მხრიდან, ვიდრე ნებისმიერი ის ლოგიკა, რომლითაც როგორც წესი უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისიები“, - განაცხადა რომან კაკულიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

თემა: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობა ირაკლი შოთაძე - არ ვემალები არანაირ პასუხისმგებლობას, მე პასუხისმგებელი ვარ თითოეული ჩვენი პროკურორის საქმიანობაზე
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 468
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია