დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რომან კაკულია - სატრანზიტო და სატრანსპორტო შეთანხმება საქართველოსთვის სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციის შეძენას შეესაბამება
ავტორი:
2018/მაისი/31 11:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kakulia_c91ee.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/496107-roman-kakulia-satranzito-da-satransporto-shethankhmeba-saqarthvelosthvis-satransporto-habis-funqciis-shedzenas-sheesabameba.html", "headline": "რომან კაკულია - სატრანზიტო და სატრანსპორტო შეთანხმება საქართველოსთვის სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციის შე...", "datePublished": "2018-05-31 07:25:34", "dateModified": "2018-05-31 07:25:34", "description": "“სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება მნიშვნელოვანია - ის პირველ რიგში, შეე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kakulia_c91ee.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } “სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება მნიშვნელოვანია - ის პირველ რიგში, შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან მიზანს - სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციის შეძენას, ასევე გარკვეულწილად ამცირებს რუსული ზეგავლენის ფაქტორს, რომელიც ჩვენთვის ასევე პრიორიტეტული საკითხია, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს.

“ძალიან სასიამოვნოა, როდესაც იმ ოთხი ძირითადი კომპონენტის მიხედვით, როგორიც არის: - დრო, ფასი, საიმედოობა და უსაფრთხოება, ეს პროექტი შეფასდა კონკურენტუნარიანად, ხოლო სამი ყველაზე პრიორიტეტული მარშრუტიდან საქართველოს მიმართულება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად არის მიჩნეული. ეს პროექტი დიდი შესაძლებლობებისა და პოტენციალის მქონე პროექტია და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ დადებითი მოლოდინი გვაქვს ამ პროექტთან მიმართებაში“, - აცხადებს რომან კაკულია.

პარლამენტმა განიხილა პარლამენტის დადგენილების პროექტი “სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ (ლაპის ლაზულის მარშრუტის შეთანხმება)“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე. “სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების პროექტი ქმნის ხუთ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც ითვალისწინებს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკებს შორის სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობების ხელშეწყობას.

ჩარჩო შეთანხმების დებულებები არეგულირებენ სატრანზიტო მიმოსვლას. ასევე შეთანხმება ხელს უწყობს მხარეების ტერიტორიებზე ტვირთისა და მგზავრების დაუბრკოლებელ გადაადგილებას.

პროექტის თანახმად, გადაზიდვები განხორციელდება ხელშეკრულების მონაწილე მხარეების მიერ წინასწარ განსაზღვრულ საავტომობილო, სარკინიგზო და შიდა სამდინარო სატრანზიტო მარშრუტებზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 463
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია