დაისვენე კურორტ ახალდაბაში
არჩილ თალაკვაძე - ნურავის ექნება მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოხდება მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა
ავტორი:
2018/ივნისი/04 08:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/talakvadze_4c61f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/496734-archil-thalakvadze-nuravis-eqneba-molodini-rom-nacionaluri-modzraobis-dghis-tsesrigith-mokhdeba-mnishvnelovani-sakithkhebis-gadatsyveta.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე - ნურავის ექნება მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოხდება მნიშვნე...", "datePublished": "2018-06-04 04:43:51", "dateModified": "2018-06-04 04:43:51", "description": "ნურავის ექნება მოლოდინი რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოხდება მნიშვნელოვანი საკითხების გ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/talakvadze_4c61f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ნურავის ექნება მოლოდინი რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოხდება მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა განაგრძობს ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებას, ხოლო საზოგადოების კითხვებს პასუხები აუცილებლად გაეცემა. "ოპოზიციური პოლიტიკოსების განცხადებებს რაც შეეხება აქციების მეორე ფაზასთან დაკავშირებით, მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ სახელმწიფო ნორმალურ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას და ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა იქნება მხოლოდ სამართლებრივ და პოლიტიკურ ფორმატებში და ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში რაიმე მიმართულებით დესტაბილიზაციის მცდელობა იყოს.

რაც შეეხება სარალიძის საქმეს, ოჯახის მიერ დაყენებულ საკითხებს და იმ საზოგადოებრივ პროტესტს, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ხელისუფლებამ და ჩვენმა გუნდმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილებები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კითხვები მოიხსნას. დანარჩენი უკვე, აქციები, რომელზეც მხოლოდ პოლიტიკოსები რჩებიან, მე ვფიქრობ, რომ არის გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის ნაწილი. ნურავის ექნება მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოხდება მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 485
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია