დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რომან კაკულია - „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით წლების მანძილზე მოუწესრიგებელი საკითხი მოწესრიგდება
ავტორი:
2018/მაისი/31 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kakulia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/496105-roman-kakulia-saqarthvelos-sivrcis-dagegmarebis-arqiteqturuli-da-samsheneblo-saqmianobis-kodeqsith-tslebis-mandzilze-moutsesrigebeli-sakithkhi-motsesrigdeba.html", "headline": "რომან კაკულია - „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით ...", "datePublished": "2018-05-31 07:12:32", "dateModified": "2018-05-31 07:12:32", "description": "დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ „სა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kakulia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსთან დაკავშირებით გაწეულმა სამუშაო შეხვედრებმა გვაჩვენა, რომ ქვეყნის სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის კანონმდებლობით მოწესრიგება აუცილებელი იყო.

„მიხარია, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, ჩვენ ეს გავაკეთეთ და უკვე მეორე მოსმენით განვიხილეთ კოდექსი.
მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად გადამუშავდა კანონპროექტის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მოცულობითი მასალა, გათვალისწინებულ იქნა დარგის ექსპერტების, დაინტერესებული მხარეების, ბიზნესსექტორის მოსაზრებები და შენიშვნები, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს და ქალბატონ ირმა ქავთარაძეს.

ასევე, მინდა ავღნიშნო, რომ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვების პროცესში გამოიკვეთა კონკრეტული გამოწვევები, რომლებიც რჩება განსჯის და მსჯელობის მიზეზად, თუ როგორ უნდა დაიმკვიდრონ მათ ადგილი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში. მაგალითად, როგორიცაა ამორტიზებული სახლების თემა, რომლებსაც კულტურული/ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული. მათი მოწესრიგების მექანიზმი კანონმდებლობის კუთხით პრობლემატურია და საჭიროა უფრო მოქნილი რეგულაციების მიღება“, - აცხადებს კაკულია.

მისივე თქმით, ასევე განსჯის თემა იყო სანქციების გრადაცია დასახლებების ტიპების მიხედვით, მშენებლობის დაზღვევის თემა, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხის, დაუმთავრებელი ბინათმშენებლობების სამართლებრივი მოწესრიგების თემა.

„სასურველია კოდექსი ითვალისწინებდეს მშენებლობის შემდგომი ეტაპის ისეთი საქმიანობების რეგულაციას, რომელიც მოაწესრიგებს შენობა-ნაგებობების საკომუნიკაციო ქსელებით (გაზით, დენით, წყლით) უზრუნველყოფის ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ რეალობაში ეს პროცესი საკმაოდ ქაოტურია და უმეტეს შემთხვევაში ამახინჯებს ქალაქის ქუჩების იერსახეს. ასევე, დღეს პრობლემას წარმოადგენ ის ფაქტი, რომ გასხვისებულია ისეთი საზოგადოებრივი ტერიტორიები, როგორიცაა ტროტუარები, გზები, გამწვანების ზოლები და სხვა. აქედან გამომდინარე, თავიდან რომ ავიცილოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე რაიმე სახის მშენებლობა, სასურველია კოდექსი ახდენდეს აღნიშნული საკითხის პრევენციას.

აღნიშნული საკითხები საჭიროებს კონსულტაციებს, ამიტომ შეიქმნა კომიტეტთან არსებული „არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო“, რომლის ფარგლებშიც განვიხილავთ და ვიმუშავებთ, ყველა იმ პრობლემატურ საკითხზე, რომელიც არ არის ასახული კოდექსში, ან ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც არის ამ სფეროში.

საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად მიიღება გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა აისახოს ესა თუ ის საკითხი კოდექსში, ან ჩამოყალიბდეს ცალკე კანონად, თუ კანონქვემდებარე აქტად. სამუშაო პროცესის დროს მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და დაინტერესებული მხარეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ამ კოდექსით ძალიან ბევრი წლის განმავლობაში მოუწესრიგებელი საკითხი მოწესრიგდება.“

კოდექსის მნიშვნელობაზე და საჭიროებაზე ისაუბრეს დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე კოდექსის განხილვის პროცესში და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტსა და ეკონომიკის სამინისტროს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს. პარლამენტის წევრებმა საბჭოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს“, - განაცხადა კაკულიამ.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს“.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 549
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია