დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზოჰრაბ მნაცაკანიანს უმასპინძლა
ავტორი:
2018/მაისი/31 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/janelidze-3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/496067-mikheil-janelidzem-somkhethis-respublikis-sagareo-saqmetha-ministrs-zohrab-mnacakanians-umaspindzla.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზოჰრაბ მნაცაკანიანს უმასპინძლა", "datePublished": "2018-05-31 04:58:45", "dateModified": "2018-05-31 04:58:45", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/janelidze-3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზოჰრაბ მნაცაკანიანს უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების პერესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პირველი ოფიციალური ვიზიტის წარმატებული მიმდინარეობა და ხაზი გაუსვეს ამ ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის ფართო სპექტრზე. სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას, მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაზე და შეთანხმდნენ პრემიერ-მინისტრების მიერ მიღწეული შეთანხმებების ერთობლივ იმპლემენტაციაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროების კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის მნიშვნელობაზე.

პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად, მხარეებმა განიხილეს სექტორული და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა, განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკის სფეროებში პერსპექტივებს. ინიციატივების ჩამოყალიბებისა და კონკრეტული შედეგების მიღწევის თვალსაზრისით, აღინიშნა, საქართველოსა და სომხეთის სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომისა და მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფების უახლოეს მომავალში შეხვედრის მნიშვნელობა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 494
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია