დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საპარლამენტო უმცირესობა განცხადებების სქემის გადახედვას ითხოვს
ავტორი:
2014/ნოემბერი/26 14:30:02
"ნაციონალური მოძრაობა" ოთხშაბათის პლენარული სხდომის განცხადებებთან დაკავშირებული სქემის შეცლას ითხოვს. მათი ეს მოთხოვნა უმრავლესობის რიგებიდან ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" გასვლით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარეობს.
ოთხშაბათის სხდომაზე განცხადებების წესს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს, თუმცა უმრავლესობა და უმცირესობა, თავის დროზე, რეგლამენტისგან განსხვავებულ სქემაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, რეგლამენტის თანახმად, განცხადებებისთვის პარლამენტის წევრები, დღის წესრიგის დამტკიცებამდე, განმცხადებელთა სიაში ეწერებიან, რომელიც სამდივნოში დგება და გამომსვლელთა თანამიმდევრობა განმცხადებელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით განისაზღვრება. რეგლამენტის გათვალისწინებით, გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. უმცირესობისა და უმრავლესობის სიტყვიერი შეთანხმებით კი, განცხადებების დროს ჯერ უმცირესობის ორი წევრი და შემდეგ უმრავლესობის ერთი წარმომადგენელი გამოდიოდა და გამომსვლელთა რიგითობა ამ პრინციპით ნაწილდებოდა.
როგორც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, უმრავლესობიდან "თავისუფალი დემოკრატების" გამოყოფით შეთანხმებული სქემა ვეღარ იმოქმედებს. Mან კოლეგებს ახალი სქემა შესთავაზა.
"წინა განცხადებების დროს შეიქმნა პრეცედენტი, როცა უმცირესობის ორი კვოტიდან ერთი "თავისუფალმა დემოკრატებმა" გამოიყენეს - იყოს ორი ჩვენი წევრის გამოსვლა, ერთი უმრავლესობის და ერთი "თავისუფალი დემოკრატების", ან სამი, ორი, ერთი, ხოლო თუკი ვერც ერთ სქემაზე ვერ შევჯერდებით, რეგლამენტით დადგენილ წესებს დავუბრუნდეთ", - მიმართა ბიუროს ირმა ნადირაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია