დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფო კილაძე - ვცდილობთ, საკანონმდებლო ბაზაზე ვიმუშაოთ იმგვარად, რომ საქართველოში შრომითი უფლებები გაძლიერდეს
ავტორი:
2018/მაისი/24 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kiladzeee.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494933-sofo-kiladze-vcdilobth-sakanonmdeblo-bazaze-vimushaoth-imgvarad-rom-saqarthveloshi-shromithi-uflebebi-gadzlierdes.html", "headline": "სოფო კილაძე - ვცდილობთ, საკანონმდებლო ბაზაზე ვიმუშაოთ იმგვარად, რომ საქართველოში შრომითი უფლებები გა...", "datePublished": "2018-05-24 16:07:08", "dateModified": "2018-05-24 16:07:08", "description": "ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და კომიტეტის ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kiladzeee.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და კომიტეტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი დღეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა შრომითი უფლებების და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

„შრომითი უფლებები ჩვენი კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ვცდილობთ, საკანონმდებლო ბაზაზე ვიმუშაოთ იმგვარად, რომ საქართველოში შრომითი უფლებები გაძლიერდეს; ადამიანები არ იღუპებოდნენ, ან არ სახიჩრდებოდნენ სამუშაო ადგილებზე; დასაქმებულებს ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები. მიმაჩნია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია არის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მასთან აღნიშნული მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 501
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია