დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თამარ ტალიაშვილი - ოპონენტები იმ ადამიანებით სპეკულირებენ, რომლებიც „ვარდების რევოლუციის“ დროს უკეთესი მომავლის იმედით გარეთ იდგნენ
ავტორი:
2018/მაისი/22 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/taliashvili_5e9af.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494510-thamar-taliashvili-oponentebi-im-adamianebith-spekulireben-romlebic-vardebis-revoluciis-dros-ukethesi-momavlis-imedith-gareth-idgnen.html", "headline": "თამარ ტალიაშვილი - ოპონენტები იმ ადამიანებით სპეკულირებენ, რომლებიც „ვარდების რევოლუციის“ დროს უკეთე...", "datePublished": "2018-05-22 15:38:47", "dateModified": "2018-05-22 15:38:47", "description": "ოპონენტები იმ ადამიანებით სპეკულირებენ, რომლებიც „ვარდების რევოლუციის“ დროს უკეთესი მომავლის იმედით ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/taliashvili_5e9af.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ოპონენტები იმ ადამიანებით სპეკულირებენ, რომლებიც „ვარდების რევოლუციის“ დროს უკეთესი მომავლის იმედით გარეთ იდგნენ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა საჯარო განხილვაზე განაცხადა, რომელიც ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭებას ეხებოდა.

„საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ მოედანს, თანხმობის სიმბოლოდ, უნდა ეწოდოს რესპუბლიკის მოედანი და ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა არ შეიძლება იყოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპონენტები იმ ადამიანებით სპეკულირებენ, რომლებიც „ვარდების რევოლუციის“ დროს უკეთესი მომავლის იმედით გარეთ იდგნენ, თუმცა რეალობაა, რომ წლების შემდეგ მათ ეს იმედები გაუცრუვდათ“, - განაცხადა ტალიაშვილმა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის, კომენტარს, რომლის თანახმადაც, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს, სადაც ხელი მოეწერა პირველ დეკლარაციას, დღემდე არ ჩატარებია რესტავრაცია.

„მინდა გამოვეხმაურო ჩემს ოპოზიციონერ კოლეგას, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და აღვნიშნო, რომ ჩატარებულია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შენობის კვლევა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც ეტაპობრივად დასრულდება. ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი მათ არაფერი გაუკეთებიათ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიული შენობის რესტავრაციისთვის“, - განაცხადა ტალიაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 529
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია