დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ესტონეთის პრეზიდენტი - ჩვენი ბიზნესმენები თვლიან, რომ ესტონური ფული წარმატებულად არის დაბანდებული საქართველოში
ავტორი:
2017/ნოემბერი/01 21:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/gaxariaestonetijiqia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460921-estonethis-prezidenti-chveni-biznesmenebi-thvlian-rom-estonuri-fuli-tsarmatebulad-aris-dabandebuli-saqarthveloshi.html", "headline": " ესტონეთის პრეზიდენტი - ჩვენი ბიზნესმენები თვლიან, რომ ესტონური ფული წარმატებულად არის დაბანდებული ს...", "datePublished": "2017-11-01 17:11:46", "dateModified": "2017-11-01 17:11:46", "description": "ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/gaxariaestonetijiqia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია კომპლექსს ,,შენი სახლი ჯიქიაზე“ ეწვივნენ. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ 5,5 ჰექტარზე განთავსებული კომპლექსი ქართულ-ესტონური წარმატებული ბიზნესპარტნიორობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტმა და მიწვეულმა სტუმრებმა საცხოვრებელი კომპლექსი დაათვალიერეს. კერსტი კალიულაიდმა სიმბოლურად ნეკერჩხლის ხეც დარგო.

,,ეს არის ჩვენი ბიზნესის, ბიზნესთანამეგობრობის და ბიზნესსაზოგადოების სიმწიფის ერთ-ერთი ნიშანი. მოგეხსენებათ, ბიზნესმენი ყოველთვის მიდის და დებს ინვესტიციას იქ, სადაც თვლის, რომ კომფორტული ბიზნესგარემოა ანუ ჩვენი ბიზნესმენები თვლიან, რომ ესტონური ფული კომფორტულად არის დაბანდებული საქართველოში“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ესტონეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს და განაცხადა, რომ სამშენებლო კომპლექსში კერსი კალიულაიდის მისვლას სიმბოლური დატვირთვა აქვს. მისი თქმით, ეს არის დიდი ყურადღების გამოხატვა იმ დიდი ინვესტიციებისა და აქტივობის მიმართ რომელსაც ესტონეთის ბიზნესწარმომადგენლები ახორციელებენ საქართველოში.

,,ჩვენ დღეს ბევრი ვისაუბრეთ პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებზე და ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ასეთი ვიზიტები და ინვესტიციები აძლიერებს ადამიანებს შორის ურთიერთობას და ის გარემო, რომელიც აქ დღეს შეიქმნა, არის ძალზე მნიშვნელოვანი ორ ქვეყანას შორის მეგობრობისთვის. კიდევ ერთხელ გულწრფელად მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ და ესტონელ ინვესტორებს, რომლებმაც განახორციელეს ეს პროექტი და კიდევ აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებაში 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული, მისი მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება. კომპლექსში უკვე შესახლებულია 700-ზე მეტი ოჯახი. ,,შენი სახლი ჯიქიაზე“ აღჭურვილია სრულყოფილი საუბნო ინფრასტრუქტურით - მოწყობილია გამწვანებული ტერიტორია, კეთილმოწყობილი სკვერი, შიდა საფეხმავლო ბილიკები, ბავშვების გასართობი, სავარჯიშო და დასასვენებელი ზონა, სტადიონი და აუზი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 631
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია