დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამაზ თამაზაშვილი - ილია ჭავჭავაძის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ინტელექტუალი არ გვყოლია
ავტორი:
2014/დეკემბერი/14 22:30:02
ილია ჭავჭავაძის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ინტელექტუალი არ გვყოლია, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილი მთავრობის მუშაობაში არ ერევა, და მისი მონაწილეობა მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლება.
"ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ ერევა მთავრობის საქმიანობაში. შეიძლება მან რჩევას მისცეს და ან რატომ არ უნდა მისცეს ასეთმა ინტელექტუალმა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, დავუშვათ თუნდაც ოცნების წარმომადგენელს?! ივანიშვილი მთავრობის საქმეებში არ ერევა. ალბათ ის რომ ჩარეულიყო, რაც ხდება აქამდე, არ მოხდებოდა", - აღნიშნა თამაზ თამაზაშვილმა.
ის ზვიად ჯანყარაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების საკითხსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ მის მიერ თანამდებობის დატოვებაში ბიძინა ივანიშვილს კავშირი არ აქვს. "ყველამ თავისით დაწერა განცხადება. ზვიად ჯანყარაშვილი გადაიღალა ამდენი მუშაობით. ჯანყარაშვილმა დიდი საქმეები გააკეთა. იგივე გააკეთეს სხვებმაც. ასე რომ, ბიძინა არაფერ შუაში არაა. და საერთოდაც, ბიძინაზე ბევრ ლაპარაკს უნდა დაანებონ თავი, რადგანაც კაცმა, რომელმაც უსისხლოდ მოგაგებინა, კაცმა, რომელმაც თითქმის მთელი საქართველო გადაარჩინა და ილია ჭავჭავაძის შემდეგ ასეთი ინტელექტუალი აღარ გვყოლია, უნდა დაანებონ ამ კაცს თავი", - განაცხადა თამაზაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 992
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია