დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფო კილაძე - უნდა შევეცადოთ, ისეთი ნარკოპოლიტიკა გვქონდეს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს მაქსიმალურად დააბალანსებს
ავტორი:
2018/მაისი/21 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kiladze_2ed08.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494195-sofo-kiladze-unda-shevecadoth-isethi-narkopolitika-gvqondes-romelic-sazogadoebis-skhvadaskhva-jgufebis-interesebs-maqsimalurad-daabalansebs.html", "headline": "სოფო კილაძე - უნდა შევეცადოთ, ისეთი ნარკოპოლიტიკა გვქონდეს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების...", "datePublished": "2018-05-21 07:36:57", "dateModified": "2018-05-21 07:36:57", "description": "უნდა შევეცადოთ, რომ ისეთი ნარკოპოლიტიკა გვქონდეს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kiladze_2ed08.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უნდა შევეცადოთ, რომ ისეთი ნარკოპოლიტიკა გვქონდეს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს მაქსიმალურად დააბალანსებს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ნარკოპოლიტიკის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

“ნარკოპოლიტიკის განსაზღვრა არის პარლამენტის პრეროგატივა და ამაზე თავმჯდომარემ უკვე გააკეთა განცხადება. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და უნდა შევეცადოთ, რომ ისეთი ნარკოპოლიტიკა გვქონდეს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს მაქსიმალურად დააბალანსებს და იქნება ორიენტირებული მომხმარებლების შემცირებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ეს ძალიან რთული პროცესია, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ მოკლე დროში ჩვენ დავასრულებთ ამ პროცესს და მიმდინარე სესიის ბოლოს კონკრეტული შედეგი გვექნება“, - განაცხადა კილაძემ.

მისივე თქმით, საკითხზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა მთავარი ორიენტირი არის, რომ ისეთი პროექტი იქნას მიღებული, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს დააბალანსებს.

“ჩვენ უნდა შევეცადოთ ისეთი პროექტი მივიღოთ, რაც ქვეყნის ინტერესი იქნება და ამავდროულად, დააბალანსებს ყველა მხარის ინტერესებს“, - განაცხადა კილაძემ.

კითხვაზე, რამდენიმე კანონპროექტიდან პარლამენტი რომელს აარჩევს და რომლის განხილვას დაიწყებს, სოფო კილაძემ უპასუხა, რომ “არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვისი დაწერილი პროექტი იქნება, მთავარია შედეგი დაიდოს“.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 489
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია