დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ თალაკვაძე - ინტერესი საპარლამენტო საქმიანობის მიმართ მაღალია და ამ მიმართულებით აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერა გაიზრდება
ავტორი:
2018/მაისი/21 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/talakvadze_fc702.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494186-archil-thalakvadze-interesi-saparlamento-saqmianobis-mimarth-maghalia-da-am-mimarthulebith-ashsh-s-mkhridan-mkhardatcera-gaizrdeba.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე - ინტერესი საპარლამენტო საქმიანობის მიმართ მაღალია და ამ მიმართულებით აშშ-ს მხრიდან ...", "datePublished": "2018-05-21 06:56:10", "dateModified": "2018-05-21 06:56:10", "description": "ინტერესი საქართველოს პარლამენტის, საპარლამენტო საქმიანობის და ზედამხედველობის მიმართ მაღალია და ამ მ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/talakvadze_fc702.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ინტერესი საქართველოს პარლამენტის, საპარლამენტო საქმიანობის და ზედამხედველობის მიმართ მაღალია და ამ მიმართულებით აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერა გაიზრდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა. თალაკვაძის თქმით, პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით, აშშ-ში დადებითად ფასდება.

„ინტერესი საქართველოს პარლამენტის, საპარლამენტო საქმიანობის და ზედამხედველობის მიმართ მაღალია და ამ მიმართულებით აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერა გაიზრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება თბილისში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში თანაზომიერად ჩაითვალა და პოზიტიურად იყო შეფასებული,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და აშშ-ის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა. მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით მთავრობების სტრატეგია და გეგმები განიხილეს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 460
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია