დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - როდესაც „ნაცმოძრაობას“ უნდა, რომ სამშობლო დაიცვას ჩემგან, რომ არ მივყიდო პუტინს და ამაში „ოცნებაც“ ეხმარება, როგორ შევწყვიტო პატრიოტიზმის ეს ტალღა?
ავტორი:
2018/მაისი/19 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/margvelashvili_1122a.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494076-giorgi-margvelashvili-rodesac-nacmodzraobas-unda-rom-samshoblo-daicvas-chemgan-rom-ar-mivyido-putins-da-amashi-ocnebac-ekhmareba-rogor-shevtsyvito-patriotizmis-es-talgha.html", "headline": " გიორგი მარგველაშვილი - როდესაც „ნაცმოძრაობას“ უნდა, რომ სამშობლო დაიცვას ჩემგან, რომ არ მივყიდო პუტ...", "datePublished": "2018-05-19 16:34:55", "dateModified": "2018-05-19 16:34:55", "description": "საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პრეზიდენტთან შესაძლო შეხვედრის თაობაზე ატეხილ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/margvelashvili_1122a.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პრეზიდენტთან შესაძლო შეხვედრის თაობაზე ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში „დიალოგი ლუბა ელიაშვილთან“ განმარტება გააკეთა.
„როდესაც რომელიმე პარტიას, მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ სამშობლო დაიცვას ჩემგან, რომ არ მივყიდო პუტინს და „ქართული ოცნებაც“ ეხმარება ამაში, რომ ემანდ პრეზიდენტმა საქართველო არ მიჰყიდოს რუსეთს და ასე გაერთიანებული რომ არიან სამშობლოს დაცვაში, როგორ შევუშალო ხელი და როგორ შევწყვიტო პატრიოტიზმის ეს ტალღა?
ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, ძალიან სერიოზული სახეებით, თან ვიცით პოლიტიკოსები რა მდგომარეობაში არიან - რაც უფრო არასერიოზულ რამეს ამბობენ, მით უფრო სერიოზული სახით ამბობენ და რაც უფრო სიყალბეს ამბობენ, მით უფრო შემართებულები არიან, ამიტომ, ვუყურე, ვუყურე და სიმართლე გითხრათ, საინტერესო იყო ამ ყველაფრის დანახვა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტში შეხვედრისას განაცხადა, რომ ის ნატრობს რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგს, როცა იგი რუსეთის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე დაელაპარაკება.
„ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში“, - განაცხადა პრეზიდენტმა 16 მაისს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია