დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სალომე სამადაშვილი - სრულიად გაუგებარი დარჩა, რატომ იყო აუცილებელი კლუბებში შესვლა
ავტორი:
2018/მაისი/18 17:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/samadashvili_64f5e.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493892-salome-samadashvili-sruliad-gaugebari-darcha-ratom-iyo-aucilebeli-klubebshi-shesvla.html", "headline": "სალომე სამადაშვილი - სრულიად გაუგებარი დარჩა, რატომ იყო აუცილებელი კლუბებში შესვლა", "datePublished": "2018-05-18 13:12:11", "dateModified": "2018-05-18 13:12:11", "description": "„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მან შს მისტრისგან კითხვებზე პასუხები...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/samadashvili_64f5e.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მან შს მისტრისგან კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო. როგორც მან გიორგი გახარიას პარლამენტში მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა,კვლავ გაურკვეველია რატომ გახდა საჭირო კლუბებში შევარდნა.

„ჯერჯერობით, არც ერთი პასუხი არ მოგვისმენია ჩვენ კითხვებზე. რაც შეეხება კონკრეტულად კლუბებში შევარდნის ფაქტს, ჩემთვის სრულიად გაუგებარი დარჩა, რატომ იყო აუცილებელი კლუბებში შესვლა. მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ მინისტრის გამოსვლა და იმედია, როდესაც კითხვებს დავსვამთ, მაშინ მაინც შევძლებთ გავარკვიოთ ეს საკითხი. აღმოჩნდა, რომ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად მათ კლუბში შესვლა რეალურად არ სჭირდებოდათ, რატომ ჩააყენეს საფრთხის ქვეშ ჩვენი მოქალაქეები, რატომ დააზიანეს ქვეყნის იმიჯი? ჩემთვის რჩება გაურკვეველი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატის თქმით, მათ ბევრი სხვა შეკითხვაც აქვთ.

„პოლიციამ ამ დღეებში აჩვენა, რომ ისინი მოწოდების სიმაღლეზე არიან და ის საპოლიციო რეფორმა, რომელიც გატარდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში, აღმოჩნდა იმდენად წარმატებული, რომ პოლიცია დღესაც წარმატებით ასრულებს მასზე დაკისრებულ ბევრ ფუნქციას, თუ გატარდება რაიმე ღონისძებები, იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს ჩვენი პოლიციელების მუშაობას, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, მათი სოციალური პირობების და ანაზღაურების გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ვხედავთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ისინი საბიუჯეტო ხარჯებს მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ და არა იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლოებისთვის“, –განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 533
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია